უცხოური პრესა "ეს ომი ტყუილზე იყო აგებული" - რას ამბობს ალექსეი ნავალნი? 2022, 24 მაისი, 13:42 ![]() "ეს არის სულელური ომი, რომელიც თქვენმა პუტინმა დაიწყო", - განუცხადა ნავალნიმ მოსკოვის სააპელაციო სასამართლოს გამოსასწორებელი სასჯელაღსრულების კოლონიიდან ვიდეო ბმულით. "ეს ომი ტყუილზე იყო აგებული. ერთმა შეშლილმა კლანჭები ჩაუშვა უკრაინაში და არ ვიცი, რა უნდა ამით - ამ გიჟურ ქურდს", - თქვა ნავალნიმ პუტინზე. ნავალნის სასამართლომ მანამდე ცხრა წელი მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობისთვის. კრემლმა არაერთხელ უარყო ნავალნის ბრალდებები პუტინის მიმართ, რომელიც ამბობს, რომ 2000 წლიდან რუსეთში არაერთი სამართლიანი არჩევნები მოიგო და ქვეყნის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად რჩება. 230 1-ს მოსწონს
|