სხვა ტაივანელი უფოლოგი ამტკიცებს,რომ მარსზე სიცოცხლეა 2022, 11 თებერვალი, 20:02 ტაივანელი უფოლოგი სკოტ უორინგი დარწმუნებულია, რომ მან მარსზე სიცოცხლის 100%-იანი მტკიცებულება იპოვა. და არა მხოლოდ სოცოცხლე, არამედ გონიერი არსება. ასეთი დასკვნა მან ამერიკის კოსმოსური სააგენტოს (NASA) მიერ წითელი პლანეტის ზედაპირის გამოსახულების კვლევის დროს გააკეთა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Mirror-ი იტყობინება. უორინგის დასკვნების მიხედვით, ობიექტივში მოხვედრილი ქვაზე გაწოლი ფიგურა სხვა არაფერია თუ არა უცხოპლანეტელი, რომელიც ყურადღებით აკვირდება მარსმავალს - ყველამ იცის, რომ მე მიყვარს NASA-ს ფოტოების დათვალიერება. ჰოდა, რაღაც უნიკალურს წავაწყდი - რაც ინტელექტუალური სიცოცხლის არსებობის დასტურია, - თქვა უფოლოგმა. გარდა ამისა, მან დაასახელა უცხოპლანეტელის სავარაუდო ზომა, რომელსაც უწოდა "ადამიანი" - მისი აზრით მისი სიგრძე 30 სანტიმეტრია და ასევე დაადგინა, რომ მას აქვს თხელი თმა, ვარდისფერი კანი და მხარზე ზურგჩანთის მსგავსი ჰკიდია . აღსანიშნავია სკოტ უროინგმა ადრეც „აღმოაჩინა“ უცხოპლანეტელების ხომალდი მთვარეზე, ასევე კოშკი სატურნის თანამგზავრზე, უცხოპლანეტელების ხომალდის ავარიის ადგილი მარსზე და სხვა მსგავსი რამ. უარინგის თქმით, რომელიც შეთქმულების თეორიის მომხრეა, ამერიკელების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, დედამიწელებს დაუმალოს ახლო კოსმოსში უცხოპლანეტელების არსებობა. 1051 4-ს მოსწონს
|