ჭიდაობა ლაშა ბექაურის ბიძაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა 2022, 11 თებერვალი, 16:34 როგორც მოგეხსენებათ, თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარასში, შილვარის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მიხეილ ბექაურმა ოქროს მედალი მოიპოვა. მიხეილი ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ბიძაშვილია და ასევე, საქართველოს ძიუდოს შემადგენლობაშიც გვხვდება. მას ძიუდოს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრინჯაოს, ხოლო კადეტთა ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. . თურქეთში მოპოვებული ტრიუმფის შემდეგ ბექაურმა "პრაიმ სპორტს" მცირე ინტერვიუ მისცა. – გილოცავთ გამარჯვებას, როგორ შეაფასებდი შენს მიერ ჩატარებულ ტურნირს? – მადლობა ყურადღებისთვის. ეს ტურნირი საკმაოდ საინტერესო იყო თავისი ინდივიდუალურობიდან გამომდინარე. მსოფლიოს ჩემპიონატს უმნიშვნელოს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. – შემართება როგორი იყო? – განწყობა საბრძოლო იყო, როგორც ყოველთვის, მაგრამ ამ ყველაფერს დაერთო ის ფაქტიც, რომ გახსნის ღონისძიებაზე მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე 50 ქვეყნის დროშა გამოიტანეს, სადაც საქართველოს დროშა საერთოდ არ იყო. ეს ძალიან გულდასაწყვეტი იყო ჩემთვის და რაც შემეძლო, იყო ის, რომ ჩემი სამშობლოსთვის, საქართველოსთვის ბოლომდე მებრძოლა და დაენახა ყველას, თუ რა შეგვიძლია ქართველებს. უფლის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და როგორც ვიცი, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ სახეობაში საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოვუტანე. . ხოლო მისმა ბიძაშვილმა, დედოფლისწყაროელმა ლაშა ბექაურმა 21 წლის ასაკში წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ის ოლიმპიური ჩემპიონი მოტეხილი მხრით გახდა. სახელმწიფომ მას მილიონი ლარი აჩუქა, უნივერსიტეტმა ბინა თბილისში, ხოლო ბიზნესმა ავტომობილი. 591 შეფასება არ არის
|