ჭიდაობა „12 წლის ვიყავი, მარიამ ელიეშვილი ტელევიზორში ვნახე და ძალიან მომეწონა“…- ლაშა ბექაური 2021, 14 სექტემბერი, 16:12 ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა ერთი საინტერესო ამბავი გაამხილა. მისი თქმით, მომღერალი მარიამ ელიეშვილი მისი ბავშვობის სიმპათიაა. ჩემპიონმა ხაზი გაუსვა, რომ 12 წლიდან, დედოფლისწყაროში ცხოვრების დროს მოიხიბლა ელიეშვილის სიმღერითა და გარეგნობით. სპორტსმენმა ტელეკომპანია იმედის პოპულარულ გადაცემაში სტუმრობისას აღნიშნა, რომ პატარაობისას მარიამ ელიეშვილის სიმღერა „ჩვენ ახლა ერთურთს“ ტელევიზორში ნახა და მას მერე გადაწყვიტა, ლექსი დაწერა. ლექსი ლაშამ ნოესთან ეთერში წაიკითხა. . 1505 შეფასება არ არის
|