x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
,,მე საკუთარი თავი ავირჩიე" - კიმ კარდაშიანი ქანიე უესტთან დაშორების შესახებ

კიმ კარდაშიანი ამერიკული Vogue-ის მარტის ნომრისთვის გადაიღეს და ჟურნალს ინტერვიუც მისცა, სადაც ყოფილ ქმართან, ქანიე უესტთან გაშორების შესახებაც ისაუბრა, განქორწინების შემდეგ ცხოვრებაზე, შვილების აღზრდაზე და ასაკის გრძნობაზე. კიმმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა ქმრის დატოვება:image

დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი სხვა ადამიანების გაბედნიერებას. ბოლო ორი წლის განმავლობაში მივედი იმ დასკვნამდე, რომ საკუთარი თავი უნდა გავაბედნიერო. მიუხედავად იმისა, რომ ამან ბევრი ცვლილება და განქორწინება გამოიწვია, მე მიმაჩნია, რომ ამ საკითხში საკუთარ თავთან გულწრფელი უნდა იყოს. მე საკუთარი თავი ავირჩიე".


კიმი აპირებს საკუთარი ცხოვრების ახალი თავი მიუძღვნას საკუთარ თავს: მან შეცვალა ტელეფონის ნომერი, დილის 5:30 საათზე დგება ვარჯიშისთვის, ჭამს მცენარეულ, ჯანსაღ საკვებს და დადის იურიდიულ სკოლაში.image


რეალითი შოუს ვარსკვლავმა განქორწინების შემდეგ ბავშვების აღზრდის შესახებაც ისაუბრა:

შეიძლება გტკივათ, შეიძლება გაბრაზდეთ, მაგრამ ბავშვებისთვის მამა ყოველთვის საუკეთესო უნდა იყოს. დარწმუნდით, რომ მხარს უჭერთ თქვენს ყოფილს შვილებთან დაკავშირებულ საკითხებში, მიუხედავად იმისა, თუ რას განიცდით პირადად."

0
79
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0