x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
10 ყველაზე მომაკვდინებელი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში - რიცხვები შოკში ჩაგაგდებთ

image
კაცობრიობის ისტორია ყოველთვის იყო სისხლიანი, მდიდარი ფართომასშტაბიანი ნგრევითა და მსხვერპლით. წარმოგიდგენთ კაცობრიობისთვის ცნობილ ათ ყველაზე მომაკვდინებელ მოვლენას:

1. მონებით ვაჭრობა ატლანტის ოკეანეს გავლით. დაღუპულთა რიცხვი 15 მილიონია

ტრანსატლანტიკური მონათვაჭრობა დაიწყო მე-16 საუკუნეში, პიკს მიაღწია მე-17 საუკუნეში, სანამ საბოლოოდ არ გაუქმდა მე-19 საუკუნეში. ამის მიზეზი ევროპელების ახალ სამყაროში დამკვიდრების საჭიროება იყო. დასახლებულები იყენებდნენ დასავლეთ აფრიკის მონებს თავიანთ პლანტაციებზე სამუშაოდ.image

2. იუანის ომის დასრულება და მინის დინასტიაზე გადასვლა. დაღუპულთა რიცხვი 30 მილიონია

იუანის დინასტია დააარსა ჰუბლაი ხანმა, ჩინგიზ ხანის შვილიშვილმა, დაახლოებით 1260 წელს და აღმოჩნდა, რომ ყველაზე ხანმოკლე იყო ჩინეთის ისტორიაში. მისი წარმომადგენლები მმართველობაში იყვნენ ერთი საუკუნის განმავლობაში, შემდეგ კი დაიწყო ქაოსი. მეომარი კლანები იბრძოდნენ მიწისთვის, გაიზარდა დანაშაული, დაიწყო შიმშილი მოსახლეობაში... ეს გაგრძელდა მანამ, სანამ მინის დინასტია არ მოვიდა მმართველობაში.image

3. ლუშანის აჯანყება. დაღუპულთა რიცხვი 36 მილიონია

იუანის დინასტიამდე დაახლოებით 500 წლით ადრე ჩინეთს ტანის დინასტია აკონტროლებდა. ჩრდილოეთ ჩინეთიდან გენერალმა ლუშანმა გადაწყვიტა ძალაუფლების ხელში ჩაგდება და თავი იმპერატორად გამოაცხადა (იანის დინასტიის შექმნა). ლუშანის აჯანყება გაგრძელდა 755 წლიდან 763 წლამდე და საბოლოოდ იანის დინასტია დამარცხდა ტანის იმპერიასთან. უძველესი ომები ყოველთვის ძალიან სისხლიანი იყო და ეს აჯანყებაც არ ყოფილა გამონაკლისი. მილიონობით ადამიანი დაიღუპა ხოლო ტანის დინასტია ამ ომის შედეგებისგან არ გათავისუფლებულა.image

4. ტაიპინელთა აჯანყება. დაღუპულთა რიცხვი 40 მილიონია

ისევ ჩინეთი, ოღონდ 1000 წლის შემდეგ. სწორედ მაშინ შემოვიდა ისტორიულ სცენაზე ჰუნ სიუ-ჩიუანი, რომელიც, სხვა საქმეებთან ერთად, ამტკიცებდა, რომ ის იყო იესო ქრისტეს უმცროსი ძმა. მან შექმნა „ტაიპინელთა ზეციური სამეფო“ და დაიწყო ხოცვა-ჟლეტა. ათობით მილიონი ადამიანი დაიღუპა ომის დროს და ტაიპინელების მმართველობის პერიოდში.image

5. საბჭოთა რუსეთის მსხვერპლები. დაღუპულთა რიცხვი 49 მილიონია

1917 წლიდან 1953 წლამდე რუსეთში მილიონობით ადამიანი დაიღუპა: ჯერ რევოლუცია, შემდეგ სამოქალაქო ომი, შიმშილი, იძულებითი მიგრაცია, საკონცენტრაციო ბანაკები. მსხვერპლთა უზარმაზარ რაოდენობაში დამნაშავედ ითვლება გენერალური მდივნის იოსებ სტალინის ზედმეტად გამოუსწორებელი სურვილი, აეშენებინა ახალი, უკეთესი მომავალი ქვეყნისთვის ნებისმიერ ფასად, საკუთარი სრული ძალაუფლების შენარჩუნებით.image

6. ჩინეთის დიდი შიმშილი. დაღუპულთა რიცხვი 43 მილიონია

და აი, ისევ ჩინეთი, რომელიც უკვე კომუნისტური გახდა. 1958-1961 წლებში გვალვამ და უამინდობამ შიმშილობა გამოიწვია. თუმცა, ნამდვილი კატასტროფა იყო ხელისუფლების მცდელობები, გადაექცია ქვეყანა აგრარული ეკონომიკიდან კომუნისტურ საზოგადოებად. ჩინელი გლეხები აღწერენ ამ პერიოდს, როგორც "სამ მწარე წელიწადს".image

7. მონღოლთა დაპყრობები. დაღუპულთა რიცხვი 60 მილიონია

თუკი არსებობს ადამიანი, რომლის შესახებაც შეიძლება ითქვას, რომ მის ხელებზე უფრო მეტი სისხლია, ვიდრე სხვა ნებისმიერის ისტორიაში, მაშინ ეს არის ჩინგიზ-ყაენი. მისი ხელმძღვანელობით მონღოლთა იმპერია გადაიზარდა იმპერიად, როგორიც ადრე არასოდეს ყოფილა. თავისი ძალაუფლების მწვერვალზე მას ეკავა დედამიწის ზედაპირის 16%. მონღოლთა არმიამ დაიპყრო აზია და ორი საუკუნის განმავლობაში წარმოუდგენელი სისასტიკით კლავდა მტრებს. დაღუპულთა რიცხვი, რა თქმა უნდა, ბევრად მეტი იქნებოდა, მონღოლები დასავლეთისა და ევროპისკენ რომ წასულიყვნენ.image

8. პირველი მსოფლიო ომი. დაღუპულთა რიცხვი 65 მილიონია

1914 წელს, როდესაც რამდენიმე განვითარებულმა ქვეყანამ მოულოდნელად თავი შევიწროებულად იგრძნო, გაერთიანდნენ ორ დიდ ალიანსად და დაიწყეს ბრძოლა ევროპის დომინირებისთვის. ევროპა გაიყო და სხვა ქვეყნები ჩაითრია სწრაფად მზარდ სამხედრო კონფლიქტში. როდესაც ეს ყველაფერი დასრულდა 1918 წელს, მსოფლიომ დაითვალა უპრეცედენტო რაოდენობის მსხვერპლი და უზარმაზარი დანაკარგი.image

9. მეორე მსოფლიო ომი. დაღუპულთა რიცხვი 72 მილიონია

რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ 1939 წელს კვლავ დაიწყო მსოფლიო ომი. ამ ომებს შორის ხანმოკლე შესვენების დროს თითოეულმა ქვეყანამ მოახერხა რამდენიმე ახალი მომაკვდინებელი მანქანის შექმნა, გარდა ამისა, ჯარისკაცებს ახლა უკვე ჰქონდათ ავტომატური იარაღი. ამას დაემატა გენოციდი და შედეგიც საზარელი აღმოჩნდა.image

10. ამერიკის კოლონიზაცია. დაღუპულთა რიცხვი 100 მილიონია

როდესაც ქრისტეფორე კოლუმბმა მე-15 საუკუნეში აღმოაჩინა ახალი კონტინენტი, ახალი ეპოქის დასაწყისი უნდა ყოფილიყო. ყოჩაღმა ევროპელებმა მალე დაიწყეს ამ ადგილის თავიანთ სახლად მოხსენიება, თუმცა, იყო ერთი პრობლემა: აქ უკვე მკვიდრი მოსახლეობა ცხოვრობდა.
მომდევნო საუკუნეების მანძილზე ევროპელი მეზღვაურები რეგულარულად იწვევდნენ სიკვდილს იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც დღეს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას უწოდებენ.
გარდა ომებისა და შეიარაღებული შეტაკებებისა, ადგილობრივებს შორის იმუნიტეტის ნაკლებობამ ევროპული დაავადებების მიმართ გამოიწვია უზარმაზარი მსხვერპლი. ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის დაახლოებით 80% გარდაიცვალა ევროპელებთან კონტაქტის შემდეგ. და ეს არის მსხვერპლის წარმოუდგენელი რაოდენობა.image








1
905
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
905
  
9 თებერვალი, 20:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1