კინო "ჩემამდე მკერდი ოთხმა მსახიობმა გამოაჩინა" - ია ფარულავა 2022, 8 თებერვალი, 16:10 ![]() "ჩემამდე მკერდი გამოაჩინა ოთხმა მსახიობმა" როგორც გადაცემის ანონსიდან ჩანს, ღამის პრაიმტაიმში საუბარი იქნება მსახიობი ქალების პროფესიულ იარლიყებზე და სტერეოტიპებზე. შეგახსენებთ, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში ამერიკიდან დაბრუნებულმა ია ფარულავამ გიორგი შენგელაიას პირველ ქართულ ეროტიკულ ფილმში „სიყვარული ვენახში“ ლიას როლი ითამაშა, სადაც მკერდი გამოაჩინა. ფილმმა ფარულავას არნახული პოპულარობა მოუტანა. "ბატონ გიორგი შენგელაიას 1997 წელს შევხვდი... მაშინ ამერიკაში ვცხოვრობდი, დამირეკეს და მითხრეს, რომ გიორგი შენგელაია იღებდა მოკლემეტრაჟიან ფილმს "სიყვარული ვენახში", რომელიც გერმანული პროდუქცია იქნებოდა და საქართველოსთვის არ იყო განკუთვნილი. ამერიკიდან საგანგებოდ ჩამოვედი, შევხვდი გიორგი შენგელაიას, რომელმაც როლზე მაშინვე დამამტკიცა. ფილმის გადაღებები გურჯაანში მიმდინარეობდა და ბატონ გიორგისთან მუშაობის პროცესი მეტად სასიამოვნო იყო."-იხსენებს ია ფარულავა ერთ-ერთ ინტერვიუში. ![]() 226 4-ს მოსწონს
|