x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
8 შემთხვევა, როდესაც მსახიობებმა სცენარს გადაუხვიეს, რეჟისორებს კი იმპროვიზაცია ისე მოეწონათ, რომ კადრები ფილმში დატოვეს

ზოგიერთი მსახიობი მიღებულ როლს კარგად ითვისებს, ზედმიწევნით აკეთებს ყველაფერს, რაც სცენარის მიხედვითაა და შედეგიც კარგი იდება. ბევრიც გადაღებების დროს მიმართავს იმპროვიზაციას, უხვევს სცენარიდან და ამით შეუდარებელ კადრებს და გმირებს ვიღებთ:

1. რობერტ დაუნი უმცროსმა თავისი “ჩვევები" რკინის კაცსაც გადასცა

რკინის კაცი მარველის სერიების განმავლობაში გამუდმებით რაღაცას ჭამს, ეს რობერტ დაუნის ჩვევაა და არა ტონი სტარკის, ამიტომ, ზოგჯერ იმპროვიზაციასაც მიმართავდა, როგორც ამ მომენტში, როცა თავისი წასახემსებელი კაპიტან ამერიკას და ჰალკს შესთავაზა.image

2. ემა უოტსონმა უარი განაცხადა კორსეტის ტარებაზე ფილმში “ ლამაზმანი და ურჩხული "

ემა უოტსონმა გადაწყვიტა, რომ თავისი პერსონაჟი უფრო აქტიური და მოძრავი უნდა ყოფილიყო. მსახიობმა უარი თქვა კორსეტის გაკეთებაზე, რათა თავისუფლად შეძლებოდა სირბლი, ცხენით ჯირითი და ცეკვა.image

3. ჯერარდ ბატლერს არ უნდა ეყვირა “ეს არის სპარტა!"

მეფე ლეონიდასის ყვირილი: „ეს არის სპარტა“ სცენის გეგმაში ნამდვილად არ იყო. რეჟისორის თქმით, ბატლერს ეს სიტყვები უნდა ეჩურჩულა, მაგრამ მსახიობმა გამოხატვის სხვა საშუალება აირჩია. მისმა ყვირილმა გადასაღებ მოედანზე ყველა გაახალისა, მაგრამ რეჟისორს იმდენად მოეწონა ეს იმპროვიზაცია, რომ ფილმში დატოვა.image

4. “კაზინო როიალში" ჯეიმს ბონდი წყალში საერთოდ არ უნდა შესულიყ

დიახ, გადაღებებზე დენიელ კრეიგს უბრალოდ მოსწყინდა და საბანაოდ ზღვაში შევიდა. წყლიდან ამოსვლის სცენა კი ბონდიანადან ნამდვუილად ეპიკური გამოვიდა.image

5. რიზ უიზერსპუნმა თავისი გმირისთვის სცენარი თვითონ “გადაწერა"

“სასტიკ თამაშებში" რიზ უიზერსპუნს არ მოეწონა მისი პერსონაჟი ზედმეტად მორცხვი და მიამიტი რომ იყო, ამიტომ როლი საკუთარ თავზე მოირგო და სცენარში მისი ფრაზები შეცვალა.image

6. ჯეისონ აიზეკსმა თავის გმირს გარეგნობა შეუცვალა

თავდაპირველად კოსტიუმების დიზაინერებს ლუციუს მალფოის კოსტიუმი ზოლიანი სურდათ რომ ყოფილიყო. მსახიობს ეს იდეა არ მოეწონა და მალფოი ფილმის ყველა ნაწილში შავი მოსასხამით და თეთრი თმით გვხვდება.image

7. ხოაკინ ფენიქსმა თავად გადაწყვიტა მაცივარში შეძრომა

სამზარეულოს სცენის გადაღების დროს ხოაკინ ფენიქსმა მოულოდნელად დაიწყო მაცივრის დაცლა, შემდეგ კი მასში ავიდა და კარი დახურა. გადამღები ჯგუფი გაოცდა, მაგრამ გადაღება არ შეუწყვეტიათ. ასე დაიბადა ფილმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მომენტი.
image

8. სემუელ ლ. ჯექსონმა რეჟისორს სთხოვა იასამნისფერი ხმალი მიეცათ ვარსკვლავური ომების გადაღებისას: ეპიზოდი II - კლონების თავდასხმა

ჯორჯ ლუკასმა დააწესა, რომ კარგი ბიჭები იღებენ ლურჯ ან მწვანე ხმლებს, ხოლო ცუდ ბიჭები - წითელ ხმლებს. სემუელ ლ. ჯექსონმა რეჟისორს სთხოვა, რომ მის პერსონაჟს, მეის ვინდუს, იასამნისფერი შუქნიშანი გადაეცა. მსახიობის თქმით, ეს დაეხმარებოდა მის პერსონაჟს გამორჩეულიყო მეომრების ბრბოსგან ვარსკვლავური ომების ფილმის ფინალში.image





0
238
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0