სიახლეები გაზის მოცულობას გაუზრდის აზერბაიჯანი ევროპას 2022, 6 თებერვალი, 21:10 აზერბაიჯანი ევროპის ქვეყნებს გაზის მოცულობას გაუზრდის - ამის შესახებ გადაწყვეტილება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბაქოში გამართულ სამხრეთის გაზის კორიდორის მინისტერიალზე მიიღო. ოფიციალურ შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცნობილი ხდება, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანიდან მიღებული გაზის მოცულობა რამდენიმე მილიარდი კუბური მეტრით გაიზრდება. ევროკავშირი აზერბაიჯანულ გაზს - რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლების ალტერნატივად მიიჩნევს, რაც ევროპას საშუალებას მისცემს რუსულ გაზზე უარი თქვას. ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, ქადრი სიმსონმა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ იჰამ ალიევთან გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ევროკავშირი მიესალმება აზერბაიჯანის მხრიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდას წელიწადში 10 მილიარდ კუბურ მეტრამდე. მისი თქმით, აზერბაიჯანი ევროპისთვის „ენერგიის სანდო მიმწოდებელია“. 55 3-ს მოსწონს
|