x
image
ნინო ხიმშიაშვილი
"როდესაც ლოცვაც ვეღარ შველის შიშსა და ტკივილს" - ლექსი ზურაბ გურულისა
ლექსი ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმის და პროზაიკოსის ზურაბ გურულის ფეისბუქ-გვერდიდან:
"როცა ფიქრებში დამთრგუნველი იძალებს სევდა,
როცა გონება ვეღარ დასძლევს ტკივილებს და შიშს,
სული მოიხმობს მაშინ თურმე იდუმალ მეგზურს,
მის ნაკვალევზე გაუყვება ბილიკებს საშიშს.
მიდის მეგზური, მიდის უბრად, არ აჩენს სახეს,
ფიქრი ფითრდება, ფერმკრთალდება, იქცევა ნაცრად,
ვეღარც გონება გაიხსენებს წინამძღვრის სახელს,
მერე მორჩილად შეუდგება იმ ნაცრის გაცრას.
მტვრად დაედება ბინდის პირას შეწყვეტილ ბილიკს,
ყველა სიზმარი, ყველა დარდი, ტკივილი, შიში,
დაჩოქილ აქლემს შეუკაზმავს მეგზური მგზავრსაც,
წყვდიადის მიღმა უდაბნოა მეწამულ ქვიშის.
როცა ფიქრებში ნაცრისფერი იძალებს სევდა,
როდესაც ლოცვაც ვეღარ შველის შიშსა და ტკივილს,
სული მოიხმობს მაშინ თურმე იდუმალ მეგზურს,
და მასთან ერთად დაადგება იმ უცნობ ბილიკს.
ZG 02/03/22
"
ზურაბ გურული

6
227
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
227
  
2022, 6 თებერვალი, 14:37
მართალია უკრაინაში დავიბადე ხარკოვში და 14 წელი იქ ვიზრდებოდი, მაგრამ ჩემები და შესაბამისად მეც სოხუმელები ვართ.
2022, 6 თებერვალი, 14:35
დდდდდ
საიდან ხარ?
2022, 6 თებერვალი, 13:39
ჩემი მშობლიური აფხაზეთის ხვალ დაბრუნებას უფრო დავიჯერებ ნინო ვიდრე მიშას გულის აჩუყებას.
:))
2022, 6 თებერვალი, 0:53
№1 ქართული სოციალური ქსელი. FRE,GE ❤ ❤ ❤
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. FRE,GЕ
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤
2022, 5 თებერვალი, 23:55
რატომ, მთელი ერის მდგომარეობას უფრო არ ასახავს? :) შეიძლება სააკაშვილსაც აუჩუყდეს გული კი
2022, 5 თებერვალი, 23:49
მიკვირს, ეძღვნება მიშასო რომ არ მიაწერა ბოლოში. :)))
0 1 6