x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
" გასაჩხერად წამლის ფული ", "ბინა სადმე თბილისის ცენტრში" -ვახო სანაია

imageტელეჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია ასოცირებულია ქალაქის ცენტრში მცხოვრებ გარკვეულ კატეგორიაზე, რომელიც საზოგადოების უმცირესობას წარმოადგენს და თან ცდილობს მათი ტიპიური წარმომადგენელი დაახასიათოს:


ყველა პერსონაჟია გამოგონილია
- გასაჩხერად წამლის ფული
- ბინა სადმე თბილისის ცენტრში
- აგარაკი თბილისთან ახლოს
- მჟავანაძის დროინდელი კორუმპირებული ბაბუის დანატოვარი ქონება
- მამა - გვიანდელი საბჭოეთისა და ადრინდელი საქართველოს კომკავშირულ-ძელეცური ნაჯვარი
გიტარა და რუსული სიმღერები
ოჯახში კაი ცხოვრებით გათამამებული ქალები
შუახნის, ცოტა დასტოინი პახოდკის კაცები, დილით კუს ტბაზე მორბენლები. უკვე თავისი საშოვნელი ფული რომ იშოვეს და ახლა შვილებს რომ ასწავლიან მამაძაღლობას.
დაბადების დღეებზე სახლში ერთი-ორი ცნობილი მსახიობი ხან თამადად ხან სიმღერით წარმოდგენილი
ხელისუფლებასთან სიახლოვე
წარმოიდგინეთ, ამ გარემოში გაზრდილი ბავშვი. ასაკი რომ მოემატება, სადმე ჩარიცხავენ, არ ისწავლის. სამაგიეროდ აითვისებს ყველანაირ მამაძაღლობას - ტენდერების გაჩარხვას და ეგეთებს. მერე რესტორანში ესვრის ვინმეს, დაჭრის, მაგრამ გამოძვრება. ბაბუის სახელი ერქმევა და მოფერებით რამეს დაუძახებენ.
ეკლესიაშიც ივლის, მოძღვარი, აღსარება...რა თქმა უნდა, სიაფანდზე. ბოზებშიც ივლის, წამალსაც გაიკეთებს და ცოლთან პაეზდკებშიც არაფერს დაიკლებს ხალხისთვის მოპარული ფულით. ოღონდ ერთ რომ გადაუბრიალებს ცოლს თვალს, იმან იცის თავისი ადგილი.
განა არ უყვარს საქართველო. კი, თავისებურად უყვარს, აი ბუნება და ეგეთები, მაგრამ მას კიდია, საქართველო რუსეთის ნაწილი რომ გახდეს. ფიქრობს, რომ რუსეთის დროსაც ექნება ეს ყველაფერი. რაღაც ფორმალური ნიშნები რომ დაგვიტოვოს პუტინმა, ეგეც საკმარისია. მაგალითად, ქართულად ლაპარაკის უფლება და ასეთები. ეთნოგრაფიული ნიშნები.
უნდა ახლა ამას სახელმწიფო? რად უნდა? ამ ყველაფერს უზრუნველყოფს მისთვის ქართული ოცნება. ამასთან ასოცირდება დღევანდელი ხელისუფლება. ეს კატეგორია საზოგადოების უმცირესობაა, ძირითადად დედაქალაქის ცენტრშია თავმოყრილი და ცდილობს, აქ, რამდენიმე ქუჩაზე წყდებოდეს საქართველოს მომავალი. გავლენა ჰქონდეთ ხელისუფლებაზე. სწორედ ამიტომ დარბიან არჩევნების დროს და გაჰყვირიან ტელეეკრანებიდან.
ხომ ხედავთ, რამხელა მოტივაცია აქვთ?!"-წერს ვახო სანაია.
(მთავარ ფოტოზე: ელისო ჯარიაშვილი და ვახო სანაია)
0
601
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
601
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0