x
მეტი
  • 19.11.2024
  • სტატია:138323
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512010
ამას ისტორიის სახელმძღვანელოებში ვერ წაიკითხავთ – 12 საინტერესო ფაქტი ჩვენი წარსულიდან

სკოლაში ისტორიის გაკვეთილები ვიღაცას მოსაწყენად მოეჩვენება... მაგრამ, სასარგებლოა იმის ცოდნა, თუ საიდან მოვედით და რამდენად შორს წავედით. თუმცა ისტორია, რომელსაც სკოლებში გვასწავლიან, ერთადერთი ჭეშმარიტება არ არის და სრულად არ მოიცავს ყველაფერს, რაც წარსულში მოხდა.

აქ 12 ისტორიულ ფაქტს გაგაცნობთ, რომლის შესახებ, შეიძლება, ადრე არ გსმენიათ.


1. ეგვიპტის ფარაონის ტუტანხამენის მშობლები და-ძმა იყო. ამას დნმ-ის ტესტები მოწმობს. ამ ფაქტმა მის ჯანმრთელობაზე იმოქმედა და ის 19 წლის ასაკში გარდაიცვალა.


image


2. არაბული ციფრები ინდოელმა მათემატიკოსებმა გამოიგონეს, ხოლო ევროპაში, არაბებმა შემოიტანეს. სახელიც სწორედ აქედან მოდის.image3. მაღვიძარას გამოგონებამდე, არსებობდა პროფესია — მაღვიძარა. მათ გასაღვიძებლად, ვინც ადრე უნდა ამდგარიყო, “მაღვიძარები" ფანჯარაზე ჯოხით უკაკუნებდნენ.


image


4. ფოტოშოპის პირველი პროტოტიპი სტალინის მმართველობის დროს გაჩნდა. ფოტოები რომელზეც დიდი ბელადი იყო, გამუდმებით რედაქტირდებოდა, რაც იმ ადამიანებზე იყო დამოკიდებული, რომლებიც ფოტოზე მასთან ერთად იყვნენ. თუ ადამიანი სტალინის ცხოვრებიდან ქრებოდა, მას ფოტოდანაც აქრობდნენ.


image


5. ისლანდიიდ პარლამენტი — ყველაზე ძველია მსოფლიოში. ის 930 წ. დაარსდა და დღემდე ფუნქციონირებს!


image


6. XVII საუკუნემდე, თერმომეტრში ვერცხლის წყლის ნაცვლად, კონიაკს ასხავდნენ.

image


7. ფაქტიურად, ადამიანთა ყველა რასა, რომელიც ოდესმე არსებობდა პლანეტაზე, ისტორიის რაღაც მომენტში, სხვისი მონა იყო.


image


8. აგოლფ ჰიტლერი, გასული საუკუნის 30–იანი წლების დასაწყისში, ცხოველთა დამცველად მოევლინა გერმანიას. ხოლო, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, ომარების ცოცხლად მოხარშვა აკრძალა.


image


თავისი ცხოვრების უკანასკნელ წლებში (იგულისხმება II მსოფლიო ომის პერიოდი) კი, ჰიტლერი ვეგეტარიანელი გახდა. ამასთან, როდესაც ის ფილმს უყურებდა, რომელშიც ცხოველებისადმი ცუდი მოპყრობის, ან მათი სიკვდილის სცენები იყო, თვალებს ხუჭავდა და მხოლოდ მაშინ ახელდა, როდესაც გვერდით მჯდომი ეტყოდა, რომ მისთვის სულისშემძვრელი სცენა დასრულებული იყო.


9. ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არის წიგნები, რომლის ყდები ადამიანის კანით არის დამზადებული.


image


10. რომის იმპერიის დაცემიდან — XIX საუკუნის შუა პერიოდამდე, ევროპის არცერთ ქალაქში კანალიზაციის სისტემა არ იყო. ქალაქის დამგეგმავები იქამდე არ აშენებდნენ კანალიზაციებს, ვიდრე 1855 წ. არ დამტკიცდა, რომ ქოლერის ყველა ეპიდემიის მიზეზი, ადამიანების ფქკალიებით დაბინძურებული სასმელი წყალი იყო.


image


12. 1672 წ. ნიდერლანდების ისტორიაში, კატასტროფების წელს უწოდებენ. მოსახლეობა, იმ პერიოდში, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა: ქვეყანაში უცხოელი დამპყრობლები შემოიჭრნენ. ხოლო, ტერიტორიების ნაწილი ხელოვნურად გამოწვეული წყალდიდობით დაზარალდა. საზოგადოება სრულიად დემორალიზებული იყო...



image


პოლიტიკური პარტიები კი, ერთმანეთთან დაპირისპირების და კამათის მეტს არაფერს აკეთებდნენ. ქვეყანაში შექმნილმა კრიზისმა მოსახლეობა არაადამიანურ ქმედებამდე მიიყვანა: 1672 წ. 20 აგვისტოს, ამბოხებულმა ხალხმა ქვეყნის პრემიერ–მინისტრი იოჰან დე ვიტი მოკლეს, დაანაწევრეს და შეჭამეს და მისი ძმა ადმირალი კორნელისიც ზედ მიაყოლეს.

დღეს ნიდერლანდებში იოჰან დე ვიტის ძეგლი დგას. ხოლო, ძმების მკვლელობა, სამარცხვინო ფურცლად ითვლება ქვეყნის ისტორიაში.


image
imageimageimageimage




3
1434
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1434
  
2022, 6 თებერვალი, 0:53
№1 ქართული სოციალური ქსელი. FRE,GE ❤ ❤ ❤
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. FRE,GЕ
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤
2022, 5 თებერვალი, 14:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 5 თებერვალი, 3:35
№1 ქართული სოციალური ქსელი. FRE,GE ❤ ❤ ❤
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. FRE,GЕ
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤
0 1 3