x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ეგვიპტის საიდუმლო — რა ინფორმაციას გვაწვდის ძველეგვიპტელი ქურუმი და დენდერას ტაძარის ფრესკა

ოფიციალური მეცნიერების მტკიცებით, გიზის დიდი პირამიდის მშენებლობა ძვ. წ. აღრ. 2540 წელს დასრულდა. ე. ი. ხეოფსის პირამიდა, დაახლოებით, 4500 წლის არის. ხოლო, ძველი წყაროების მიხედვით, მაღალგანვითარებული ცივილიზაცია ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, მინიმუმ, 630 000 წლის წინ უკვე არსებობდა. გარდა ამისა, ბოლო დროს, პირამიდის სამშენებლო მასალაზე ჩატარებული ანალიზიც, ეჭვქვეშ აყენებს ოფიციალური მეცნიერების მონაცემებს. გაგრძელება >>>


imageimageსამეცნიერო კვლევების და სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე მეცნიერების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გარდა, ეგვიპტის ისტორიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება, თავად ეგვიპტელებისგანაც შესაძლებელია.

მაგ., ძველეგვიპტელი ქურუმი და ისტორიკოსი მანეთონი (ბერძ. Μανέθων), რომელიც ძვ. წ. აღრ. IV-III საუკუნეებში ცხოვრობდა და ჰელიოპოლისი ტაძარში მოღვაწეობდა, მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის ქვეყნის ისტორიის ადრეული პერიოდის შესახებ. ქ. ჰელიოპოლისი, რომელშიც ქურუმი მსახურობდა, ძველ ეგვიპტეში, სამეცნიერო აზროვნების ცენტრად ითვლებოდა. შესაბამისად, მის მთავარ ტაძარში უამრავი დოკუმენტი, პაპირუსი, ფირფიტები იეროგლიფებით და წარსულის სხვა ინფორმაცია ინახებოდა, რამაც მანეფონს «ეგვიპტის ისტორიის» დაწერის საშუალება მისცა. მის მიერ შედგენილი სია შეიცავდა ეგვიპტელი ფარაონების სხვადასხვა დინასტიის ჩამონათვალს და უნდა აღინიშნოს, რომ ის ორიგინალი დოკუმენტების მიხედვით იყო შედგენილი. მაგრამ, ქურუმის ნაშრომები ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხანძრის დროს დაიწვა, ანტიკური სამყაროს ბევრ სხვა ფასდაუდებელ ხელნაწერთან ერთად და მანეთონის «ისტორიიდან», ჩვენამდე, მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტმა მოაღწია, ისიც ციტატების სახით, სხვა ისტორიულ წყაროებში.


image


და აი, რას წერდა ქურუმი ქვეყნის ისტორიული წარსულის შესახებ:

«პირველი ადამიანი [ან ღმერთი] ეგვიპტეში — ჰეფესტოსი (ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაება, ზევსის შვილი) იყო, რომელიც ეგვიპტეში ასევე ცნობილია როგორც ცეცხლის აღმომჩენი. შემდეგი იყო ჰელიოსი და მას მოჰყვა კრონოსი, ოსირისი, ტიფონი, ოსირისის ძმა და ბოლოს, — ჰოროსი, ოსირისისა და ისიდას ვაჟი. ისინი ეგვიპტის პირველი მამართველები იყვნენ. ამის შემდეგ, სამეფო ხელისუფლება უწყვეტად გადადიოდა ერთიდან – მეორეზე, მთელი 13 900 წლის მანძილზე. შემდეგ კი, კიდევ 1255 წელი, ქვეყანას ღმერთები და ნახევარღმერთები მართავდნენ... და ისევ, 1817 წლით, ხელისუფლება სხვა სამეფო გვარმა მიიღო. შემდეგ ეგვიპტეს, მთელი 1790 წლის მანძილზე, მემფისის 30 მეფე მართავდა და მათ შემდეგ, კიდევ 10 — 350 წელის მანძილზე. ხოლო შემდეგ, დადგა «მიცვალებულთა სულების» მმართველობის ეპოქა, რომელიც 5813 წელს გაგრძელდა».

როგორც ჩანს, ძველ ეგვიპტეში, ჩვენგან ისტორიული მონაცემებისგან, რადიკალურად განსხვავებული წარმოდგენები არსებობდა, ამ ქვეყნის წარსულის შესახებ.

დენდერას ტაძარი

ყველაზე საინტერესო მტკიცებულება იმისა, რომ ძველი ეგვიპტის ცივილიზაცია ბევრად უფრო ძველია, ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ, დენდერას ტაძარში ინახება. უფრო სწორედ, ინახებოდა, რადგან თავგადასავლების მოყვარული ეგვიპტელები, რომლებიც ეგვიპტეს საუკუნეების მანძილზე ძარცვავდნენ, ეს მტკიცებულება ქვეყნიდან გაიტანეს.


image


აქ საუბარი ტაძრის ჭერზეა, რომელითაც ფრანგები იმდენად მოიხიბლნენ, რომ ის მოხსნეს და პარიზში გადაგზავნეს. ამჟამად, ჭერის ორიგინალი ლუვრში ინახება, ხოლო ტაძარში, მისი ზუსტი ასლიაა.

დენდერას ტაძრის ჭერზე საოცარი სილამაზის ზოდიაქოს წრე არის ასახული. თუმცა, მისი ჭეშმარიტი ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ მასზე ვარსკვლავები ისეა განლაგებული, როგორც, ეს, დაახლოებით, ჩვენს ერამდე 90 000 წლის წინ უნდა ყოფილიყო! ასე, რომ, ვინც ეს ზოდიაქოს წრე შექმნა, აშკარად განსხვავებულ ცას უყურებდა...

და ბოლოს, თუ მხედველობაში მივიღებთ აქ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არც ეგვიპტის პირამიდები და სფინქსი არის 12 000 წლის წინ შექმნილი, როგორც აქამდე, ამას ალტერნატიული მეცნიერების წარმომადგენლები ვარაუდობდნენ. როგორც ცნობილია, პირამიდების მშენებლობის თარიღი მათ სფინქსის მდებარეობის მიხედვით გამოთვალეს. მაგრამ, ასეთი პოზიცია მას მხოლოდ მხოლოდ 12 ათასი წლის წინ კი არა, ყოველ 25 765 წელიწადში ერთხელ ეკავა (37 765, 63 530, 85 295 ... წლების წინ), რადგან დედამიწის წარმოსახვითი ღერძის პრეცესიას, ერთი სრული ბრუნის გასაკეთებლად, დროის სწორედ ეს პერიოდი ესაჭიროება. ასე რომ, ამ ლოგიკას თუ მივყვებით, პირამიდების შექმნის თარიღმა, შეიძლება, უფრო შორეულ წარსულში გადაიწიოს.


image


imageimageimageimage




0
683
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
683
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0