x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კოვიდით გარდაცვლილი ნატო ფხაკაძის გაყინული კვერცხუჯრედით მისი მეუღლე შვილის ყოლას აპირებს

imageბევრს ეხსომება შარშან სექტემბერში 47 წლის ნატო ფხაკაძეს ტრაგიკული ამბავი, ქალი 10 წელი ელოდა შვილს, დაფეხმძიმდა ტყუპებეზე, იმშობიარა 20 აგვისტოს, თუმცა ორიოდე კვირის შემდეგ კორონავირუსით გარდაიცვალა.სამწუხაროდ ექიმებმა ვერც მისი ტყუპი ქალ-ვაჟის:მარიამის და გიორგი გადარჩენა შეძლეს.


ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ნატო ფხაკაძის მეუღლე აპირებს შენახული კვერცხუჯრედი გამოიყენოს და სუროგატის მეშვეობით გარდაცვლილი მეუღლისგან შვილი გააჩინოს.


ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილი ქალის და, ელენა ფხაკაძე ავრცლებს და თან საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვს:


"ნატო ფხაკაძე, ფარცხანაყანევის ერთ ლამაზ და მშრომელი ხალხის ოჯახში დაიბადა, ის ძალიან კარგი მოსწავლე და წარჩინებული სტუდენტი იყო, თავისი შრომით, ბიოგრაფიის ფურცელი საშუალო სკოლის მასწავლებლის წოდებით შეივსო. დიდი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა სკოლის პედკოლექტივსა თუ მოსწავლეთა შორის. მოგვიანებით შექმნა ოჯახი გოჩა საბანაძესთან, მაგრამ მათ შვილი არ ებოძათ. ნატო რწმენას არ კარგავდა და ყველა ღონეს ხმარობდა რომ დედა გამხდარიყო, თავისი ოცნებისთვის ათენებდა და აღამებდა ეკლესიებში. სულ მალე ღვთის შეწევნით და გინეკოლოგიური მკურნალობის შედეგად, რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ ტყუპ გოგო_ბიჭზე ფეხმძიმე ნატოს სხეულმა ვეღარ შეძლო მშობიარობამდე მისულიყო და გაეჩინა შვილები, სამწუხაროდ 2 სექტემბერს სამშობიარო სახლში დასრულდა მისი სიცოცხლე, მალე მისი უნახავი ქალ_ვაჟიც იმიერში დედას ჩაეხუტნენ. დღეს, ნატოს მეუღლე გოჩა საბანაძემ, მზადაა და აიყვანა სუროგატი დედა, რომელსაც ნატოს ერთადერთი ცოცხლად შენახული კვერცხუჯრედი უნდა გადაუნერგონ, რათა დაიბადოს ნატოს შვილი. მე ელიკო, ნატოს და, გთხოვთ უმორჩილესად, გაუწიოთ დახმარება, რადგან შესაგროვებელია 15 000 დოლარი შვილის მოსაპოვებლად, რათა ნატოს საფლავი ისევ მისმა შვილმა შეამკოს ყვავილებით, მოგმართავთ ნატოს ნაცნობ_მეგობრებს, თანამშრომლებს, უცხო და ნაცნობ ადამიანებს, ვისაც გული შეგტკივათ ნატოსთვის, დაეხმაროთ ამ მდგომარეობით დამძიმებულ ოჯახს, #ნატოსთვის #ნატოსშვილისთვის
დახმარება შეგიძლიათ ამ ნომერზე
????GE97BG0000000345888454
#მიმღები ელენა ფხაკაძე"
0
391
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
391
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0