სხვა 3 საუკეთესო მცენარე, სახლის და ეზოს გასალამაზებლად 2022, 3 თებერვალი, 12:55 ეს არის ამპელური მცენარეების (მცენარეები ჩამოშვებული, გართხმული ან მცოცავი ღეროებით) სახეობები, რომლებსაც ძირითადად, აივნების გასალამაზებლად იყენებენ. თუმცა, მათ ეზოების გალამაზებაც შეუძლით. გარდა ამისა, ამ მცენარეების გამოყენებით, სხვადასხვა სახის კომპოზიციების შექმნაც შეიძლება. ამპელური მცენარეების უამრავი სახეობა არსებობს, მაგრამ მათ შორის, ყველაზე დიდი პოპულარობით 3 მათგანი სარგებლობს. ესენია: დიასცია (ლათ. Diascia)დიასციას ჩვეულებრივ ქოთნებში ან ჩამოკიდებულ პლანტერებში ზრდიან. ბუჩქის სიმაღლე, როგორც წესი, 0, 3 მ. არ აღემატება. არსებობს გრუნტის საფარის ჯიშებიც, რომლის ყლორტების სიგრძე 0, 25–დან – 0, 6 მ–მდე ვარირებს. კალიბრახოა (ლათ. Calibrachoa)
კალიბრახოა ერთწლოვანი მცენარეა, რომელიც მრგვალი ბუჩქის სახით იზრდება. ბუჩკი კი, ულამაზესი ყვავილებით იფარება, რომლის დიამეტრი 3 სმ–ს არ აღემატება. ძლიერი და ძირს ოდნავ დახრილი ღეროების სიგრძე, ხშირ შემთხვევაში, 1, 5 მ–ს აღწევს. სცევოლა (ლათ. Scaevola)
ამ მცენარის სიმაღლე 0, 15-0, 2 მ–დან – 0, 4-0, 7 მ–მდე მერყეობს და სწრაფი ზრდის წყალობით, ბუჩქის სიგანეც იგივე პარამეტრებში ჯდება. მარაოსებური ფორმის ყვავილების დიამეტრი კი, 3 სმ–ს არ აღემატება. ფერებში, ლავანდას ტონები ჭარბობს – იასამნისფერი, იისფერი, ცისფერი. შედარებით იშვიათად, გვხვდება ჟოლოსფერი და თეთრი. კვირტები ერთმანეთს მთელი ზაფხულის განმავლობაში ცვლიან. ერთი კვირტის სიცოცხლის ხანგრძლივობ კი, დაახლოებით, 14 დღე არის. არხის სხვა სიახლეები:* აბსურდულად ჟღერს, მაგრამ სრული სიმართლეა – 15 დაუჯერებელი ფაქტი* 10 რამ, რაზეც ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება* გიგანტების რასა დედამიწაზე და ათასობით განადგურებული მტკიცებულება* როგორ გვაიძულებენ, რომ უფრო მეტი რამ შევიძინოთ – ჩვენთვის მოწყობილი ფარული შოუები* ანეკდოტები ექიმებზე* 10 ფაქტი, რომელიც ჩვენი სხეულის ყველა საიდუმლოს ამხელს478 4-ს მოსწონს
|