სხვა ბრაზილიური კოლორიტი თუ ექსტრავაგანტული ეგზოტიკა, კადრები რომლებიც უნდა ნახოთ 2022, 1 თებერვალი, 20:49 ბრაზილია - თავისი განსაცვიფრებელი სილამაზითა და მრავალფეროვნების ყველანაირი გამოვლინებით, საკმაოდ კოლორიტული ქვეყანაა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ნამდვილად შეუძლია თავისი არაერთფეროვანი და საინტერესო ყოველდღიურობით იამაყოს. მარტო რიო დე ჟანეიროს კარნავალი რად ღირს! მდიდარი კულტურის, თვალწარმტაცი ბუნების, ფეხბურთისა და სამბას რიტმში მცხოვრები ქვეყანა მნახველებს მთელი მსოფლიოდან მაგნიტივით იზიდავს, რაც ბრაზილიას სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ტურიზმის ცენტრად აქცევს. დღევანდელ სტატიაში მსურს წარმოგიდგინოთ კადრები ბრაზილიის ქალაქების ჩვეულებრივი ცხოვრებიდან, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ბრაზილიის მიწას" დანარჩენი მსოფლიო უკვე ვეღარაფრით გააოცებს. მოდით, თვალი გადავავლოთ ბრაზილიის ტიპიურ კოლორიტს, რაც მისი მოსახლობისთვის საკმაოდ ორგანული, ხოლო ჩვენთვის კი - ნამდვილი ეგზოტიკაა.ფაველები ფაქტიურად იმ ძვირადღირებულ რაიონს უერთდება, სადაც 2016 წელს ოლიმპიური თამაშები იმართებოდაფაველებში "წმენდა" რეგულარულად ტარდება, რასაც ადგილობრივები უკვე დიდი ხანია მიეჩვივნენთუმცა სამართალდმცველთა ნახვით მოსახლეობა ყოველთვის მოხარული როდიათუმცა ზოგისთვის მათი გამოჩენა საერთოდ სულ ერთიაამით ადგილობრივებს ნამდვილად ვერ გააკვირვებთპოლიციელებს შორის, ზოგჯერ სამუზეუმო ექსპონანტებიც გვხვდებიანუსაფრთხოება აქ იმდენად დაბალ ნიშნულზეა, რომ ზოგიერთ რაიონში იძულებულები არიან ბავშვები აი, ასეთი ველური მეთოდებით დაიცვანჩვეულებრივი წმენდასხვათა შორის, ბრაზილიაში, ძირძველ მოსახლეობას ჯერ კიდევ შეხვდებითკოლორიტული პერსონაჟებიფეხბურთი - ბრაზილიის ეროვნული იდეოლოგიაათუმც კარგი საფეხბურთო მოედნისთვის ფული ყოველთვის საკმარისი არ არისბრაზილიელები საკმაოდ კომუნიკაბელურები არიან... თქვენ წარმოიდგინეთ და, კომუნიკაციის დამყარება მათ ნებისმიერ ადამიანთან შეუძლიათ...ბრაზილია არ არის ის ქვეყანა, რომელიც გარემო პირობებზე ზრუნავსხოლო აი, ეს უქონელი... მზადაა შემოწირულობები თქვენი საბანკო ბარათიდანაც კი მიიღოს1568 შეფასება არ არის |