x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ყვავილები არა მხოლოდ გოგონებისთვის, ანუ რატომ ატარებენ "ნამდვილი" არაბები ყვავილის გვირგვინებს

image


ითვლება, რომ ზოგადად ყვავილები, ქალების პრეროგატივაა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით–ყვავილების ჩუქება, ყვავილების გაშენება და ა.შ. არ არის ეს კაცის საქმე! აი კახტანიტები კი (სამხრეთ არაბები) სხვანაირად თვლიან! მათთვის ყვავილების გვირგვინები ნამდვილი მამაკაცური სიამაყეა.

კახტანიტები-სამხრეთ არაბები, კახტანის შთამომავლები არიან. არაბული ტრადიციის მიხედვით, არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთის მოსახლეობის საერთო წინაპარი კახტანი და მისი 24 ვაჟია, რომელთა სამშობლო იემენი იყო.

კახტანის შთამომავლებს საუდის არაბეთში შეხვდებით.


image


ითვლება, რომ ისინი არაბეთის სხვა გამქრალ ხალხებთან ერთად ჭეშმარიტი, ნამდვილი, "სუფთა" არაბები არიან.


image


მრავალი საუკუნის განმავლობაში, მათი ერთ-ერთი ტრადიციაა ყვავილების სამკაული გვირგვინისა და მძივების სახით.


image


ყოველი პატივცემული კახტანიტი, აუცილებლად ატარებს აღნიშნულ სამკაულს. მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთი ძირითადათ უზარმაზარ უდაბნოს წარმოადგენს, აქ ფლორის 2000-ზე მეტი სახეობის წარმომადგენელი ხარობს.



image


მძივებსა და გვირგვინებს ადგილობრივ ბაზრებზე ყოველ დილას აკეთებენ და მათი ღირებულება დაახლოებით 1 ევროა, თუმცა ბევრად მაღალი ფასიანებსაც შეხვდებით. ყველაფერი გვირგვინის შემადგენლობაზეა დამოკიდებული.


image


მისი ყველაზე ძვირფასი და გამორჩეული ელემენტი ჟასმინია. აღსანიშნავია, რომ ეს ყვავილი იმდენად ნაზია, რომ გამყიდველებს მათი შენახვა მაცივარში უწევთ. ჟასმინის სამკაულის სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ 2 დღეა.


image

ზოგიერთი მამაკაცი თვითონ ამზადებს გვირგვინებს, ირჩევს რა უნიკალურ ბალახებსა და ყვავილებს. ყველაზე გავრცელებული მცენარეა გარეული ბაზილიკი, გულყვითელა (კალენდულა) და უცხო სუნელი.


image


"მეყვავილეებისთვის" აბსოლუტური შიკია-როცა გვირგვინი შეხამებულია ხნით შეღებილ წვერთან. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ასე ბევრად ახალგაზრდულად და მიმზიდველად გამოიყურებიან.


image


აღსანიშნავია, რომ ყვავილების გვირგვინს ატარებენ არა მხოლოდ ესთეტიურ, არამედ სამკურნალო მიზნითაც.


image


ფიტოთერაპია საუდის არაბეთში ძალიან პოპულარულია და ამ სამკაულის საშუალებით თავის ტკივილს მკურნალობენ და დაღლილობას იხსნიან. მიუხედავად ყვავილების სიყვარულისა, ეს მამაკაცები განთქმული არიან საბრძოლო თვისებებითაც.


image


დიდი ხნის განმავლობაში "მეყვავილეების" ცხოვრება დაფარული იყო უცხო თვალისთვის, ისინი მთებში ცხოვრობდნენ და პრაქტიკულად არ ჰქონდათ კონტაქტი უცხოელებთან. თუმცა სამეფოს განვითარებასთან ერთად ყველაფერი შეიცვალა.


image


კახტანის შთამომავლები ახლა ცდილობენ თავიანთი ტრადიციები გააცნონ და გადასცენ მომავალ თაობებს.

არიან მამაკაცები, რომლებიც უარს ამბობენ ყვავილების გვირგვინების და მძივების ტრადიციაზე. ასეთ შემთხვევაში კი ისინი აუცილებლად ატარებენ გრძელ თმას, უძველესი, ადგილობრივი კულტურის პატივისცემის ნიშნად.


image


სხვა კახტანიტები პირიქით, ისე ამაყობენ თავისი სამკაულებით, რომ ფოტოებს Instagram-ზე აქვეყნებენ. ეს კარგი მეთოდია იმისთვის, რომ თავი მოაწონონ მომავალ საპატარძლოებს.


image


აი, ასეთები არიან "ჭეშმარიტი" არაბი მამაკაცები, რომლებიც ცნობილი არიან ცხელი ტემპერამენტით, კონსერვატიული შეხედულებებით, მაგრამ ამავე დროს არ თაკილობენ ყვავილების სამკაულების მორგებას.






იხილეთ სხვა სტატიები:




როგორ უნდა გაიხადოს სწორად ცოლმა ქმრის წინაშე–1937 წლის სახელმძღვანელო (18+)

image

მსოფლიოს საინტერესო ადგილები, რომელიც ღირს, ფოტოებზე მაინც აუცილებლად რომ ნახოთ

image


ბარჰოუტი-საიდუმლოებით მოცული "ჯოჯოხეთის ჭა" იემენში (+ვიდეო)

image


რა მოხდებოდა, თუ დედამიწის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გაყვანილ გვირაბში გავივლიდით

image


საოცარი ფოტოები, რომლებიც ცხოვრებას სხვა თვალთახედვით გვიჩვენებს

image


შიშისმომგვრელი ადგილები Google რუკებზე, რომლის ფოტოებმაც სოცქსელები მოიარა

image


ეგვიპტეში ნაპოვნი მუმიები ოქროს ენით

image


ასეთი რესტორნების არსებობა რთული დასაჯერებელია

image


ექვსი საოცარი ფაქტი სხვადასხვა სფეროდან

image







0
278
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0