x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უკრაინაში შემჩნეულია 200 ამერიკელი სამხედრო,რომლებიც ადგილობრივებს სარაკეტო დანადგარების ხმარებას ასწავლიან
image

აშშ-ის ჯარები უკრაინაში ავარჯიშებენ ადგილობრივ სამხედროებს სარაკეტო დანადგარის „bunker buster“-ის ხმარებაში იმის შიშით, რომ პრეზიდენტი პუტინი აპირებს უკრაინაში შეჭრას, რადგან ის აგრძელებს რუსული ჯარების გადასროლას საზღვარზე.


ფლორიდის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები იყვნენ შემჩნეული ლვოვის პოლიგონზე, უკრაინა- პოლონეთის საზღვართან კვირას.

ისინი ავარჯიშებდნენ უკრაინელ სამხედროებს M141 Bunker Defeat გამოყენებაში, რომელიც დაახლოებით 100 ცალი ვაშინგტონმა გაგზავნა, როგორც სამხედრო დახმარების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს რუსული აგრესიის შეკავებას.


image

ამჟამად 200-მდე გვარდიელი იმყოფება უკრაინაში. ამერიკელი სამხედორები ამ ქვეყანაში 2015 წლიდან არიან და მათ ევალებათ წვრთნა და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებზე დახმარება. Bunker Buster-ის რაკეტები შექმნილია ბეტონის, აგურის და ქვიშის პოზიციების გასანადგურებლად და გამოიყენება შეერთებული შტატების მიერ 1999 წლიდან.

image

ამერიკამ ასევე უკრაინას გაუგზავნა 300 ცალი "Javelin" -ი-ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა, რომლებიც განკუთვნილია პუტინის ტანკების გასანადგურებლად, იგივე იარაღი გაუგზავნა უკრაინას ლიტვამ, ესტონეთმა და ლატვიამ.


image

ბრიტანეთმა გაგზავნა NLAW ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. ბრიტანელმა სამხედროებმა გასულ კვირას უკრაინელ ჯაირსკაცებს მათი გამოყენება ასწავლეს.

რუსეთმა დაახლოებით 130 000 ჯარისკაცი გადაისროლა უკრაინის საზღვართან ტანკებთან და არტილერიასთან ერთად.

ამ კვირაში პუტინი ბელარუსთან ერთად სამხედრო წვრთნებს გეგმავს.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ სამხედრო წვრთნები შეიძლება გამოყენებულ იქნას უკრაინაში რუსეთის შეჭრის შეანიღბად, სავარაუდო სამიზნე კი დედაქალაქი კიევია.

0
383
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0