სხვა უკრაინა ომის ზღვარზე | საქართველო ახალ მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე 2022, 30 იანვარი, 23:46 უკრაინასთან მიმართებით, დღეს, მსოფლიოს ლიდერები აკეთებენ იმას, რაც თავის დროზე სათანადო მონდომებით რომ გაეკეთებინა მსოფლიო თანამეგობრობას, მაგალითად 2008 წელს, საქართველოში რუსეთის შემოჭრისას, შესაძლოა, სრულლიად სხვა შედეგი დამდგარიყო. ან ხმა რომ ამოეღოთ უფრო მძლავრად 2014 წელს, როცა მოვლენები ყირიმში ვითარდებოდა, შეიძლება სრულიად სხვა გეოპოლიტიკური ვითარება გვენახა. დღეს NATO-ს გენერალური მდივანი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერი უფრო მეტს საუბრობენ იმაზე, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი ევროპისთვის, უკრაინისთვის და მათ შორის, საქართველოსთვის. თუმცა, ჩვენი ხელისუფლება ვერ ბედავს ახსენოს მაგალითად რუსეთი და ვერ ბედავს იმას, რაც ყირიმსა და დონბასში ხდება, აგრესია დაარქვას. სად გვაყენებს ეს მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ რუკაზე, ნახეთ ანა ასათიანის სიუჟეტში. 34 2-ს მოსწონს
|