საქართველო
“ეს რუსთაველსაც გაუსწრებს მალე…. თქვენ კიდევ ატეხეთ ერთი ამბავი..”- ვისზე საუბრობს ირაკლი ოქრუაშვილი
2022, 29 იანვარი, 15:30
პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მეუღლის სახელზე, ბაკურიანის ტყის 6 000 ჰექტრამდე გადაფორმების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ჩვეული ირონიით შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
"ტყე შეუნახე შვილებსა, დედა ხარ შენი ვალია".
ი. ღარიბაშვილი
ეს რუსთაველსაც გაუსწრებს მალე ლეკვი ლომისა სწორიას პონტში. თქვენ კიდევ ატეხეთ ერთი ამბავი – ცოლს ტყე აჩუქაო", – წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მეუღლის, ნანუკა თამაზაშვილის სახელზე ბაკურიანის ტყის 6 000 ჰექტრამდე გადააფორმა, ამის შესახებ ცნობილი საზოგადოებისთვის "ნოდარ მელაძის შაბათში" გასული რეპორტაჟიდან გახდა, სადაც გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მაკა ჩიხლაძემ დაადგინა და დოკუმენტებით გაამყარა, ინფორმაცია რომლის მიხედვითაც საქართველოს პრემიერ - მინისტრმა, ცოლს, ნანუკა თამაზაშვილს ბაკურიანში 5958 კვ, მ. ტყე აჩუქა.