x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"კიდევ კარგი არ ჩაწერეს ქურდებმა გაარჩიონო" - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი

image


პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერ
ი ირაკლი ოქრუაშვილი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"რას უწუნებთ ქოცების საპარლამენტო რეზოლუციას უკრაინაზე. კიდევ კარგი არ ჩაწერეს რუსეთ-უკრაინას შორის კონფლიქტი ქურდებმა გაარჩიონ და გადაწყვიტონო" – წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ გორში შსს-ს მაღალჩისნოსნებმა ერთ - ერთ რესტორანში იჩხუბეს. დაპირისპირება ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, შემდეგ კი ფიზიკურში. სამართალდამცავებმა შესარიგებლად "ქურდები" "გოგლიკა" და "ჩორნა" გამოიძახეს, რომლებმაც სიტუაცია "დაალაგეს" და დაპირისპირებული მხარეებიც შეარიგეს. სწორედ აღნიშნულ შემთხვევასთან გაავლო პარალელი ოპოზიციონერმა ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით.



0
1363
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1363