ქალი და მამაკაცი "დედას მოგ..ავ ბოლომდე გაგწირავ ნიკა" - დოროყაშვილი ბასილაშვილის სატელეფონო საუბარი 2022, 23 იანვარი, 10:06 PrimeTime ექსლუზიურად აქვეყენებს საქმის მასალებიდან ნიკოლოზ ბასილაშვილის და ნეკა დოროყაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელს და მის ყოფილ მეუღლეს შორის. შეგახსენებთ, ნიკა ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ძალადობის ბრალდებით 2020 წლის 24 მაისს დააკავეს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.. სპორტსმენი დანაშაულს არ აღიარებს. ამასთან, შემაკავებელი ორდერია გამოცემული როგორც ჩოგბურთელის, ისე მისი მშობლების მიმართ.
საქართველოს პირველ ჩოგანს ნეკა დოროყაშვილთან შეეძინა ვაჟი – ლუკა, რომელიც 2015 წლის 4 მაისს დაიბადა. ბასილაშვილი დაიბადა 1992 წლის 23 თებერვალს თბილისში. მამამისი – ნოდარი ქართული ეროვნული ბალეტის წევრი იყო, ხოლო დედამისი – ნატალია ექიმი. ჰყავს ძმა, სახელად თენგიზი. ნიკოლოზმა 5 წლის ასაკში, მამასთან დაიწყო ჩოგბურთის თამაში. 2007–2011 წლებში, აშშ-ში კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოში ვარჯიშობდა. ბასილაშვილის ფავორიტი საჩოგბურთო საფარია ჰარდი. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. გატაცებულია ავიაციით, კინოფილმებით და კულინარიით. ცოლთან გაყრის შემდეგ ბასილაშვილმა რომანტიული ურთიერთობა გააბა გერმანელ ჩოგბურთელთან შარლოტა ჰელენთან. 1462 3-ს მოსწონს
|