პამელა ანდერსონმა მეხუთე ქმართან, მცველ დენ ჰეიჰერსტთან განქორწინება მოითხოვა დაქორწინებიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ. ამის შესახებ ჟურნალისტებმა წყვილთან დაახლოებული წყაროსგნ შეიტყვეს, მოგვიანებით ინფორმაცია მსახიობის წარმომადგენელმაც დაადასტურა.
Page Six-თან ინტერვიუში ინსაიდერმა ახსენა, რომ “მალიბუს მაშველები"-ს ვარსკვლავს ქმართან განშორება სურს რადგან ის “ცუდი, ბოროტი ადამიანი იყო და მხარს არ უჭერდა". განქორწინების პროცესი კი კანადაში გაიმართება, სადაც ის და დენი ცხოვრობდნენ ქორწილის შემდეგ.
ინსაიდერმა ასევე პამელასა და დენის ხანმოკლე ალიანსს "პანდემიური ქარიშხალი" უწოდა, რომელიც ჩაცხრა. ადრე ჰეიჰერსტი იყო მსახიობის დაცვად მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია თავდაპირველად მათთვის ბედნიერი დრო იყო, ერთობლივმა კარანტინმა საბოლოოდ გამოიწვია მათი გრძნობების განელება.
“მათ ერთმანეთი უკეთ გაიცნეს და ამით პამელა მიხვდა, რომ დენი ნამდვილად არ იყო ის, ვინც მას სჭირდებოდა. ამჟამად ისინი მეგობრულ ურთიერთობაში არ არიან, რადგან საერთოც არაფერი აქვთ, დენი ისე არ ეპყრობოდა მას, როგორც პამელას სურდა."
ანდერსონის პირადი ცხოვრება არაერთხელ ყოფილა ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში და ყოველთვის ენერგიულად განიხილებოდა. მისი ყველაზე ცნობილი ქორწინება არის Mötley Crüe-ს დრამერთან, ტომი ლისთან, რომელთანაც ჰყავს ვაჟები 23 წლის ბრენდონი და 22 წლის დილანი.
ანდერსონი ასევე ადრე იყო დაქორწინებული მუსიკოს კიდ როკზე და მუსიკალურ პროდიუსერ რიკ სალომონზე (მასზე ორჯერ დაქორწინდა). მისი ქორწინება ჰოლივუდის პროდიუსერ ჯონ პიტერსთან, რომელზეც ის 2020 წლის იანვარში დაოჯახდა, მხოლოდ 12 დღე გაგრძელდა.