შოუბიზნესი თაღლითობის მსხვერპლი ვარსკვლავები 2022, 18 იანვარი, 17:25 როდესაც ცნობილი ადამიანი ხარ, დიდი სიფრთხილე გმართებს მეგობრების შერჩევისას და მუდმივად ფხიზლად უნდა იყო ოჯახის წევრების და უახლოესი ადამიანების მიმართაც კი. თაღლითები შესანიშნავად არიან სხვისი ფულის მითვისებაში დახვეწილნი და შესაძლოა წლების განმავლობაშიც კი გვატყუებდნენ. ამ სტატიში იხილავთ ცნობილი ადამიანების ათეულს, რომლებიც უახლოესმა და ყველაზე სანდო ადამიანებმა მოატყუეს, რის შედეგადაც მილიონობით ზარალი განიცადეს.
10. ოქროს გლობუსის მფლობელი ენ ჰეტევეი 2008 წელს, მისმა მაშინდელმა ბოიფრენდმა, რაფაელო ფოლიერიმ მოატყუა, რომელიც მსახიობს ძალიან უყვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფოლიერი თავს დამნაშავედ ცნობს თაღლითობაში. მან, სულ მცირე 2, 4 მილიონ დოლარი პირდაპირ ჰოლივუდის მსახიობის საბანკო ანგარიშიდან აიღო.
9. კიფერ საზელრლენდი 2006 წელს, კიფერ საზელრლენდმა უახლოესი მეგობრის წყალობით 900, 000 დოლარი პონცის სქემით დაკარგა. პონცის სქემა საინვესტიციო აფიორაა, რომელიც სხვა ქვეყნებში პირამიდული სქემით არის ცნობილი.
8. სტინგი ცნობილი მუსიკოსი და მსახიობი სტინგი თაღლითობის მსხვერპლი მისი სანდო ფინანსური მრჩეველის მხრიდან გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსურმა მრჩეველმა მისგან დაახლოებით 9, 4 მილიონი დოლარი მოიპარა. თაღლითობა კი წლების განმავლობაში გრძელდებოდა.
7. ჯერარდ ბატლერი შოტლანდიელი მსახიობი და კინოპროდიუსერი ჯერარდ ბატლერი მოატყუეს ადამიანებმა, რომლებსაც ის მეგობრებად თვლიდა. 2021 წელს, მან სარჩელით მოითხოვა 10 მილიონი დოლარი ფილმში მონაწილეობისთვის „ოლიმპოს დაცემა“, სადაც მან 2013 წელს ითამაშა. ამ ფილმმა დაახლოებით 170 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, მაგრამ ბატლერმა თქვა, რომ მას არანაირი თანხა მიუღია.
6. კორტნი ლავი ცნობილ მუსიკოსს და კურტ კობეინის მეუღლეს, კორტნი ლავს, ასევე სანდო მეგობარი ატყუებდა, როდესაც მას კანონიერი მემკვიდრეობის უფლება წარმოეშვა. 1994 წელს, მისი ქმრის, კურტ კობეინის გარდაცვალების შემდეგ ლავს უნდა მიეღო მისი ქონება. მასვე ეკუთვნოდა ნირვანას მუსიკასთან დაკავშირებული ყველა უფლება. თუმცა, სანდო ფინანსურმა მენეჯერებმა მოტყუებით, თაღლითურად გაძარცვეს და დაახლოებით 30 მილიონი დოლარი და 500 მილიონი დოლარის უძრავი ქონება მიისაკუთრეს.
5. რიანა სამწუხაროდ, გრემის ცხრაგზის ლაურეატი, მომღერალი რიანაც არასწორ ადამიანებს ენდობოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მისმა ბუღალტერებმა მისგან მილიონები აიღეს ფინანსური თაღლითობის გამოყენებით. 2014 წელს მომხდარი ინციდენტის შედეგად რიანას ფინანსურმა მდგომარეობამ სრული კრახი განიცადა. მომღერლისგან მოტყუებით მიღებული მთლიანი თანხა დაახლოებით 9 მილიონი დოლარი იყო.
4. დეინ კუკი პოპულარული კომიკოსი, დეინ კუკი საკუთარმა ძმამ მოიტყუა და მისგან 12 მილიონი დოლარი მიითვისა. კუკის ნახევარძმა და რძალი თაღლითობდნენ წლების განმავლობაში და ეს მხოლოდ 2010 წელს გაირკვა. დარილ მაკკოლი და მისი მეუღლე, ერიკა, ფარულად რიცხავდნენ ფულს კუკის ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე. მაკკოლიმ მოიპოვა ძმის ნდობა და საკუთარი სარგებლისთვის მილიონობით დოლარი მოიპარა.
3. უესლი სნაიპსი ფილმ „ბლეიდის“ ვარსკვლავი უესლი სნაიპსი თაღლითობის მსხვერპლი მისი სანდო ფინანსური მრჩევლებისგან გახდა. მსახიობის განცხადებით, მისმა ფინანსურმა მენეჯერებმა ის დაარწმუნეს რომ კანონი საშუალებას აძლევდა დროის გარკვეულ პერიოდში არ გადაეხადა გადასახადები, რამაც საბოლოოდ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და 23, 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა მოუტანა.
2. სილვესტერ სტალონე მოქმედი ვარსკვლავი თავის ჰოლივუდის ფინანსურ მრჩეველს კენეტ სტარს ისე ეპყრობოდა, როგორც ოჯახის წევრს. სილვესტერ სტალონე შეიძლება მკაცრი ჩანდეს ეკრანზე, მაგრამ ის არაერთხელ მოატყუეს. სტარი მიზანმიმართულად აძლევდა მას ცუდ ფინანსურ რჩევებს, რამაც სტალონეს 10 მილიონი დოლარის ზარალი მოუტანა. საბოლოოდ, სტარს მიესაჯა შვიდნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა, როდესაც დადასტურდა, რომ მან მართლაც მოატყუა სტალონე.
1. ნიკოლას ქეიჯი გამორჩეული მსახიობი ნიკოლას ქეიჯი საკუთარმა მენეჯერმა მოატყუა. ოსკარის მფლობელი მსახიობი კარგად არის ცნობილი თავისი ფინანსური პრობლემებით, მაგრამ ის ამტკიცებს, რომ მისი ყოფილი ბიზნეს-მენეჯერი, სამუელ ლევინი იყო დამნაშავე ყველა მის ფინანსურ უბედურებაში. ქეიჯი თვლის, რომ ის წლების განმავლობაში თაღლითობდა და ლევინმა მისი 20 მილიონი დოლარი მიითვისა, რაც მსახიობს ანაზღაურების სახით უნდა მიეღო.
390 1-ს მოსწონს
|