x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
როდეზიელი ადამიანი
როდეზიელი ადამიანი


როდეზიელი ადამიანი / ჰომო როდეზიენზისი / როდეზიელი ამართული ადამიანი (Homo rhodesiensis / Rhodesian Man / Homo erectus rhodesiensis) იყო ადრეული ჰომოს ერთ-ერთი სახეობა თუ ქვესახეობა, რომელიც გავრცელებული იყო აფრიკის ტერიტორიაზე. ეს სახელწოდება შემოთავაზებული იქნა ართურ სმით რუდვორდის მიერ 1921 წელს კაბვე 1-ის კლასიფიკაციისთვის (კაბვეს თავის ქალა ან დამტვრეული გორაკის თავის ქალა). ეს არის შუა ქვის ხანის ნამარხი რომელიც აღმოჩენილი იქნა ე.წ. "დამტვრეული გორის" გამოქვაბულში, იგივე კაბვეში, ჩრდილოეთ როდეზიაში, თანამედროვე ზამბიის ტერიტორიაზე. 2020 წელს აღნიშნული თავის ქალა დათარიღდა 324, 000 წლიდან 274, 000 წლის წინანდელი პერიოდით. აღმოჩენილია ამავე ქვესახეობის სხვა მსგავსი ძველი ნიმუშებიც. როდეზიელი ადამიანი განიხილება, როგორც ჰაიდელბერგელი ადამიანის აფრიკული ქვესახეობა (რასა), რომელიც გაბნეული იყო მთელს აფრიკასა და ევრაზიაში შუა პლეისტოცენის პერიოდში - ძვ.წ. 800, 000 წლიდან ძვ.წ. 120, 000 წლებში. ამ ქვესახეობისთვის შემოთავაზებულია ასევე სხვა აღნიშვნები, მაგალითად Homo sapiens archaicus (ჰომო საპიენს არქაიკუსი / არქაული ჰომო საპიენსი / უძველესი ანატომიურად თანამედროვე ადამიანი) ან Homo sapiens rhodesiensis (ჰომო საპიენს როდეზიენზისი / როდეზიელი ჰომო საპიენსი / როდეზიელი ანატომიურად თანამედროვე ადამიანი). ვაითმა (White et al. 2003) როდეზიელი ადამიანი მიიჩნია ჰომო საპიენს იდალტუს (ჰერთოელი ადამიანის) წინაპარ მოდგმად. როდესიელი ადამიანი ასევე შემოთავაზებული იქნა მრავალი მკვლევარის მიერ, როგორც ჰომო საპიენსის წინაპარ მოდგმად. როდეზიელი ადამიანების თავის ტვინის მოცულობა საშუალოდ იყო 1280 სმ3 (კუბური სანტიმეტრი).


როდეზიელი ადამიანი


მე-20 საუკუნის განმავლობაში რიგი მორფოლოგიურად მსგავსი ნამარხი ნაშთები იქნა აღმოჩენილი აღმოსავლეთ აფრიკაში (ბოდო, ნდუტუ, ეიასი, ილერეთი) და ჩრდილოეთ აფრიკაში (სალე, რაბათი, დარ-ეს-სოლთანი, ჯებელ ირჰუდი, სიდი აბერრაჰმანი, ტიღენიფი).


მაგალითად აქედან კაბვე 1 (Kabwe 1) აღმოჩენილია 1921 წელს ზამბიაში და დათარიღებულია ძვ.წ. 322, 000 - ძვ.წ. 272, 000 წლებით.

ბოდოს თავის ქალა - აღმოჩენილია 1976 წელს ეთიოპიაში, ბოდო დარში, მდინარე ავაშის ხეობაში და დათარიღებულია 600, 000 წლის წინანდელი პერიოდით. მას აქვს ჰომო ერგასტერის / ერექტუსის და ჰომო საპიენსს შორის გარდამავალი მორფოლოგიური თვისებები.

ნდუტუს თავის ქალა - ნდუტუს ტბის ჰომინიდი აღმოჩენილი იქნა ჩრდილოეთ ტანზანიის ტერიტორიაზე და დათარიღდა 600, 000 ან 500, 000 წლის წინანდელი პერიოდით. მას გააჩნია ჰომო ერექტუსსა და ჰომო საპიენსს შორის გარდამავალი მორფოლოგიური თავისებურებები. 1989 წლის პუბლიკაციაში კლარკმა დაასკვნა, რომ "ის მიეკუთვნება არქაულ ჰომო საპიენსს ტვინის გაფართოებული პარიეტალური და კეფის რეგიონის საფუძველზე". მაგრამ სტინგერმა, 1986 წელს აღნიშნა, რომ სქელი თეძოს ძვალი დამახასიათებელია ერექტუსისთვის. ამავე კრის სტინგერმა 2016 წელს განაცხადა, რომ აღნიშნული თავის ქალა უნდა კლასიფიცირდეს, როგორც როდეზიელი ადამიანი / ჰაიდელბერგელი ადამიანის აფრიკული ქვესახეობა, რომელიც ითვლება გარდამავალ ფორმად ჰომო ერექტუსსა და ჰომო საპიენსს შორის. ასევე აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ "ნდუტუს თავის ქალას" აქვს უფრო საპიენსის მსგავსი ზიგომაქსილარი (ანთროპომეტრული წერტილი), ვიდრე როდეზიელი ადამიანების ზოგიერთ სხვა ნამარხს.

სალდანჰას თავის ქალა - აღმოაჩინეს 1953 წელს სამხრეთ აფრიკაში და დაახლოებით დათარიღდა 500, 000 წლის წინანდელი პერიოდით.


როდეზიელი ადამიანი


წყარო 1: Homo rhodesiensis - Wikipedia;

წყარო 2: Homo heidelbergensis - The Australian Museum;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
61
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
61
  
2022, 26 აპრილი, 12:30
▶ როდეზიელი ადამიანი (Homo rhodesiensis) - ჰომო საპიენსის ქვესახეობა. ჩამოყალიბდა ჰომო ანტესესორისგან. არსებობდა 800-120 ათასი წლის წინ აფრიკაში. აღმოაჩინეს 1908 წელს. ევროპაში გავრცელებული იყო მისი ევროპული ქვესახეობა "ჰაილდებერგელი ადამიანი". როდეზიელის ტვინის ზომა საშუალოდ იყო 1100 სმ3-მდე. საშუალოდ იზრდებოდნენ 160-180 სმ-მდე და იწონიდნენ დაახლოებით 60-80 კილოგრამს.
0 1 1