x
image
თორ ნიკე
პეტრალონელი ადამიანი
პეტრალონელი ადამიანი


პეტრალონელი ადამიანი (Petralona Man) იყო ჰომოს არქაული ქვესახეობა, რომელიც აღმოჩენილი იქნა 1960 წელს საბერძნეთში, ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე, თესალონიკთან ახლოს მდებარე კარსტულ პეტრალონას ანუ წითელი ქვების მღვიმეში. ის იპოვა სოფლის მცხოვრებმა ბერძენმა კაცმა სახელად ხრისტოს სარიანიდისმა. 1981 წელს მეცნიერმა არის პულიანოსმა ნაპოვნი თავის ქალა დაათარიღა 700, 000 წლის წინანდელი პერიოდით "მღვიმის სტრატიგრაფიისა და დაგროვილი ნალექების ანალიზზე". სხვა მეცნიერებმა გამოიყენეს კალციტის და ძვლის ფრაგმენტების სპინის რეზონანსული გაზომვები და დაათარიღეს ძვ.წ. 238, 000 - ძვ.წ. 158, 000 წლებით. მკვლევართა ნაწილი აცხადებს იმასაც, რომ პეტრალონელი ადამიანის თავის ქალასთან ერთად აღმოჩენილი ცხოველთა ნარჩენების მიხედვით გაირკვა ამ ცხოველების სახეობები. ხოლო ამ სახეობებიდან ზოგიერთი ბინადრობდნენ 350, 000 წლის წინ. 1987 წელს მკვლევარებმა გამოაცხადეს, რომ აღნიშნული თავის ქალა არ შეიძლება იყოს 620, 000 წელზე უფრო ძველი, პეტრალონას მღვიმის ნალექების პალეო-მაგნიტური და მინერალ-მაგნიტური კვლევების საფუძველზე. დღეს, მეცნიერთა უმეტესობა, რომლებმაც შეისწავლეს პეტრალონას ნარჩენები, ამ ჰომინიდებს მიაკუთვნებს ჰომო ერექტუსებს (ამართულ ადამიანებს). ზოგიერთი მკვლევარი კი მას ჰაიდელბერგელ ადამიანად, ნეანდერტალელ ადამიანად ან ჰომო საპიენსის ადრეულ ფორმადაც კი მიიჩნევს.


პეტრალონელი ადამიანი


მკვლევარები რანელსი და ვან ანდელი შემდეგნაირად აჯამებენ პეტრალონას თავის ქალაზე ინფორმაციას: "პეტრალონელი ადამიანი სხვადასხვაგვარად იყო კლასიფიცირებული: როგორც ჰომო ერექტუსი, კლასიკური ნეანდერტალელი და როგორც ჰომო საპიენსის ადრეული წარმომადგენელი განზოგადებული გაგებით. დღევანდელი პალეოანთროპოლოგების კონსენსუსი კონცენტრირებულია იმ აზრზე, რომ აღნიშნული თავის ქალა ეკუთვნის არქაულ ჰომინიდს და განსხვავდება როგორც ჰომო ერექტუსისგან და ნეანდერტალელისგან, ასევე ანატომიურად თანამედროვე ადამიანებისგან. როგორიც არ უნდა იყოს საბოლოო კლასიფიკაცია, თავის ქალა დროებით დათარიღებულია 200-400 ათასი წლით და ამრიგად შესაძლებელია, რომ პეტრალონას ჰომინიდი იყოს იმ მოდგმის წარმომადგენელი, რომელნიც განსახლებულნი იყვნენ თესალიის და მის გარშემო არსებულ ტერიტორიებზე ქვედა პალეოლითის პერიოდში." (Runnels, Curtis; Van Andel, 1993).



პეტრალონელი ადამიანი


წყარო 1: Petralona cave - Wikipedia;

წყარო 2: Petralona skull - Britannica;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
101
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
101
  
2022, 26 აპრილი, 12:29
▶ პეტრალონელი ადამიანი (Petralona Man) - თანამედროვე ადამიანის (ჰომო საპიენს საპიენსის), ნეანდერტალელის ან ჰაიდელბერგელის ქვესახეობა. არსებობდა ძვ.წ. 238, 000 - ძვ.წ. 158, 000 წლებში. აღმოაჩინეს 1981 წელს საბერძნეთში, ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე. გავრცელებული იყო სამხრეთ ევროპაში.
0 1 1