x
image
თორ ნიკე
Mediator image
დალელი ადამიანი
დალელი ადამიანი


დალელი ადამიანი / ჰომო დალიენზისი (Dali Man / Homo daliensis) არის გვიანი პერიოდის ჰომო ერექტუსის (ამართული ადამიანის), ჰაიდელბერგელი ადამიანის ან ადრეული ჰომო საპიენსის (ანატომიურად თანამედროვე ადამიანის) ქვესახეობა, რომელიც არსებობდა გვიან-შუა პლეისტოცენის ეპოქაში. მისი ნაშთები მოიცავს სრულად შემორჩენილ განამარხებულ თავის ქალას, რომელიც აღმოაჩინა ლიუ შუნტანგმა 1978 წელს ჩინეთის შაანქსის პროვინციაში, დალის ოლქში. 2017 წელს აღნიშნული თავის ქალა დათარიღდა დაახლოებით ძვ.წ. 278, 000 - ძვ.წ. 238, 000 წლებით. ნამარხი ითვლება პლეისტოცენის ეპოქის ყველაზე კარგად შემონახულ თავის ქალად, რაც კი ჩინეთში ყოფილა აღმოჩენილი. მას აქვს ჰომო ერექტუსისა და ჰომო საპიენსის ნიშან-თვისებების ნაზავი, თუმცა სახისა და თავის ქალას დეტალები განსხვავდება ევროპელი ნეანდერტალელებისგან და ადრეული ევროპელი ჰომინიდებისგან, როგორიცაა მაგალითად პეტრალონას გამოქვაბულში და ატაპუერკაში ნაპოვნი ნაშთები. შესაძლოა დალელი ადამიანი ადრეული ჰომო საპიენსის უიშვიათესად შემონახული არტეფაქტია, ამიტომ მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება კაცობრიობის პრე-ისტორიის სრულად გააზრებისთვის.


დალელი ადამიანიდალელი ადამიანი


დალელი ადამიანების თავის ქალა დაბალი და გრძელი იყო, თუმცა თავის ქალას უკანა ბოლო მომრგვალებული. როგორც ჩანს, მათი ტვინი ძირითადად სახეზე უკან იყო მოთავსებული, რაც საკმაოდ დაბალი შუბლით იყო განპირობებული. ამ ადამიანთა საშუალო თავის ქალას მოცულობა იყო 1120 სმ3 (კუბური სანტიმეტრი). ეს მონაცემი ჰომო საპიენსის შესაბამისი მონაცემის ქვედა ზღვარში გვხდება, ხოლო ჰომო ერექტუსების ზედა ზღვარში. ტიმპანური ფირფიტა თხელი და შემცირებული ჰქონდათ, რაც თანამედროვე ადამიანთა მახასიათებელია. დალელ ადამიანებს ჰქონდათ გამოხატული წარბზედა რკალი, ქედები იყო თითოეულ თვალზე და არ ქმნიდა ერთიან გამოწეულ შემაღლებას თვალებს ზევით, როგორც მაგალითად პეკინელი ადამიანის შემთხვევაში. ეს უფრო ჰგავს არქაული ევროპისა და აფრიკის ადამიანების წარბზედა რკალს. ლოყის ძვლები დახვეწილი ჰქონდათ, ცხვირის ძვალი კი გაბრტყელებული.



დალელი ადამიანი


კიდევ ერთი აღმოჩენა, რომელიც კვლავ ჩინეთის ტერიტორიაზე გაკეთდა და დიდი ალბათობით არის იგივე ქვესახეობის წარმომადგენელი, რაც დალელი ადამიანები იყვნენ, არის "მაბელი ადამიანი" (Maba Man), რომლის აღმოჩენაც მოხდა გუანგდონგში. ის დათარიღებულია ძვ.წ. 138, 000 - ძვ.წ. 118, 000 წლებით. ეს ადამიანები ხასიათდებოდნენ თავის ქალას ძალიან მტკიცე ზედა ნაწილით, ე.წ. "თავის ქალას ქუდით", მაგრამ ნაკლებად მტკიცე თავის ქალას ფუძით. გამოითქვა ვარაუდი, რომ დალელი ადამიანები შესაძლოა იყვნენ დაკავშირებულნი დენისოველებთან, თუმცა ჯერჯერობით ეს არ დასტურდება.


დალელი ადამიანი


წყარო: Dali Man - Wikipedia;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
57
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
57
  
2022, 26 აპრილი, 12:30
▶ დალელი ადამიანი / ჰომო დალიენზისი (Dali Man / Homo daliensis) - ჰომო ერექტუსის ქვესახეობა. არსებობდა ძვ.წ. 278,000 - 118, 000 წლის წინ. აღმოაჩინეს 1978 წელს ჩინეთში, შაანქსის პროვინციაში. გავრცელებული იყო აღმ. აზიაში. მისი ტვინის ზომა საშუალოდ იყო 1120 კუბურ სანტიმეტრამდე.
0 1 1