საზოგადოებრივი ნეშერ რამლელი ადამიანი 2022, 15 იანვარი, 7:15 ნეშერ რამლას ადამიანი / ნეშერ რამლელი ადამიანი (Nesher Ramla Homo) იყო ნეანდერტალელი ან თანამედროვე ადამიანის ქვესახეობა, რომელიც ცხოვრობდა დღევანდელი ისრაელის ტერიტორიაზე შუა პლეისტოცენში. 2010 წელს ნეშერ რამლაში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს ქვის ხელსაწყოების ინდუსტრიის მტკიცებულება. ნაპოვნი იქნა ლევალუას ტიპის მრავალი იარაღი და ლითიკური ბირთვები. ხოლო 2021 წელს, არქეოლოგ ისრაელ ჰერშკოვიცის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა უკვე თავად ამ ქვის იარაღების შემოქმედთა განამარხებული ნარჩენებიც გამოავლინა, ესენი იყო: თავის ქალების 5 შემორჩენილი ნაწილი და თითქმის სრულად შემონახული ქვედა ყბა. ნაშთები დათარიღდა ძვ.წ. 138, 000 - ძვ.წ. 118, 000 წლებით. აღმომჩენი, ისრაელ ჰერშკოვიცი ვარაუდობდა, რომ ეს ადამიანები შესაძლოა ყოფილიყვნენ გარდამავალი მოდგმა ნეანდერტალელებსა და აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებულ არქაულ ადამიანებს შორის, თუმცა ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი ფილიპ რაითმაირი და ნეშერ რამლელ ადამიანთა პოპულაცია მიაკუთვნა ევროპის ან სამხრეთ კავკასიის ტერიტორიიდან სამხრეთით გავრცელებულ ნეანდერტალელებს. თელავივის უნივერსიტეტის მკვლევარმა იოელ რაკმაც იგივე მოსაზრება გაიზიარა და განაცხადა, რომ ქვედა ყბის აღმოჩენილი ნიმუში სრულად შეესაბამება ნეანდერტალელების ქვედა ყბის მახასიათებლებს და ამიტომ ნეშერ რამლელი ადამიანები მიჩნეულნი უნდა იყვნენ ნეანდერტალელებად. ამ ხალხის საცხოვრებელ აღნიშნულ არეალში ნანახი იქნა 6000-ზე მეტი ქვის იარაღი. ისეთივე, როგორსაც ამზადებდნენ იმ პერიოდის ჩრდილოეთ ევრაზიაში (ესპანეთიდან მონღოლეთამდე) გავრცელებული ნეანდერტალელები, მაგრამ ისეთებიც, რომელსაც ამზადებდნენ აფრიკაში გავრცელებული ჰომო საპიენსები. ამიტომ არქეოლოგთა გუნდმა, რომელსაც ზაიდნერი ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ამგვარი იარაღების არსებობა ნეშერ რამლელი ხალხისა და ჰომო საპიენსების კულტურული და შესაძლოა გენეტიკური ურთიერთქმედების შედეგია. წყარო: Nesher Ramla Homo - Wikipedia; კრებულები:1. მეცნიერება 2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი 3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი 4. სხვადასხვა 5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი 6. ქართული მითოლოგია 7. რელიგია 8. საქართველო 9. საქართველო - მე-2 ნაწილი 10. ქართული სახელმწიფოები 11. პროტოქართველები 12. კავკასიური კულტურები 13. პარანორმალი ავტორი: თორნიკე ფხალაძე7 1-ს მოსწონს
|