x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პირველად მსოფლიოში — ადამიანს ღორის გული გადაუნერგეს

მერილენდის უნივერსიტეტის ექიმებმა მომაკვდავ მამაკაცს, მძიმე არითმიით, ღორის გენეტიკურად მოდიფიცირებული გული გადაუნერგეს. იმისთვის რომ ორგანოს იმუნოგენურობა შეემცირებინათ, ექიმებმა ცხოველის ათი გენის რედაქტირება მოახდინეს. ოპერაციიდან 3 დღის შემდეგ, გული კარგად ფუნქციონირებდა და ორგანიზმის მიერ, მისი უარყოფის არანაირი ნიშნები არ აღინიშნებოდა.


image

ორგანოების გადანერგვა, ერთი ადამიანიდან მეორეზე, იმის გამო, რომ ადამიანები ყოველთვის იმუნოლოგიურად თავსებადი არ არიან, ადვილი არ არის. ექიმებს ზოგჯერ, თვეებით უწევთ ლოდინი, შესაფერისი დონორის მოსაძებნად. მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება ცხოველის ორგანოებთან დაკავშირებით. თუმცა, თეორიულად, ცხოველების ორგანოებს ბევრი ადამიანის გადარჩენა შეუძლია. თუნდაც, იმ პაციენტების, რომელებიც ტრანსპლანტაციის თავის რიგს, შეიძლება, ვერც მოესწრონ.

ცხოველის ორგანოების ორგანიზმისთვის მიღების შანსების გასაზრდელად, მეცნიერები ცდილობენ მათი ქსოვილები შეცვლას და იმუნოგენურობის შემცირებას. მაგ., უჯრედებს ზედაპირიდან, ნახშირწყლების ალფა-გალაქტოზას აცილებენ, რაც უჩვეულოა ადამიანის ორგანიზმისთვის.

2021 ოქტომბერში ნიუ-იორკელმა ექიმებმა ქალს, რომლიც აპარატზე იყო შეერთებული და მისი თავის ტვინის სიკვდილი დადასტურებული იყო, ამ გზით, ღორის მოდიფიცირებული თირკმელი გადაუნერგეს. ექიმები მას სამი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ და გადანერგილი ორგანოს უარყოფის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს.

ახლა მათი კოლეგები, მერილენდის უნივერსიტეტის კლინიკიდან, კიდევ უფრო შორს წავიდნენ და ღორის გული, გულის ტერმინალური დაავადების მქონე ადამიანს გადაუნერგეს. ექიმებმა გამოიყენეს ღორი, რომელსაც მხოლოდ იმუნოგენური მოლეკულების კოდირების გენები კი არ ჰქონდა გამორთული, არამედ, მის გენომში დამატებით ექვსი გენიც იყო შეტანილი, რომელიც იმუნურ ტოლერანტობაზეა პასუხისმგებელი. გარდა ამისა, ცხოველში დაიბლოკეს გენი, რამაც შეიძლება გულის ქსოვილის გადაჭარბებული ზრდის პროვოცირება გამოიწვიოს. საერთო ჯამში, მათ ათი გენი კორექტირება მოახდინეს.
პაციენტს, რომელიც გახდა ღორის გულის რეციპიენტი, ადამიანისგან დონორის ორგანოს მიღებაზე უარი ეთქვა (ექიმები ამის მიზეზებს არ ასახელებენ). ამიტომ, ექსპერიმენტულ ოპერაციაში მონაწილეობა, მისთვის გადარჩენის ბოლო შანსი იყო. ტრანსპლანტაციამდე ექვსი კვირით ადრე, ის სიცოცხლისთვის საშიში არითმიით, საავადმყოფოში გადაიყვანეს და აპარატზე შეაერთეს, რომელიც სისხლს ჟანგბადით ამარაგებდა.

ექსპერიმენტალურმა ოპერაციამ 7 სთ. გასტანა და წარმატებით დასრულდა. გადანერგვიდან, სამი დღის შემდეგ, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა – ახალი გული თავის ფუნქციას ასრულებდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ექიმები ამბობენ, რომ წარმატებაზე საუბარი, ჯერ ნაადრევია: წინ პაციენტზე, რომელიც ამჟამად მედიკამენტებს იღებს, რომ მისმა ორგანიზმა გადანერგილი ორგანო არ უარყოს, დაკვიევების ხანგრძლივი პერიოდია.


image

არხის სხვა სიახლეები:


image


1. ბავშვი დედის ორგანიზმში შეიძლება სამუდამოდ დარჩეს და დედის გული განკურნოს

2. მათ წარმატებას იმიჯის შეცვლის შემდეგ მიაღწიეს

3. ყველაზე საინტერესო ფაქტები ცხოველთა სამყაროდან

4. ლეგენდა თითოეული ჩვენგანის დანიშნულებაზე

5. 35 რეტრო ფოტო სერიიდან – "Вау, ნუთუ ეს მართლა იყო?"

6. იყო ქალი - ნამდვილი ხელოვნებაა... 22 რჩევა ცნობილი დიზაინერებისგან

1
74
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
74
  
2022, 17 იანვარი, 23:59
საინტერესოა, ახლა როგორ არის?
0 1 1