სხვა უსაქმურმა იაპონელმა უსაქმურობა შემოსავლის წყაროდ აქცია 2022, 11 იანვარი, 17:41 იაპონელი შოძი მორიმოტო ადრეული ასაკიდანვე შეეჩვია იმას, რომ მას ყველა უსაქმურად თვლიდა - კლასელები, ოჯახი, კოლეგები... ახლა ის 38 წლისაა და გადაწყვიტა უსაქმურობა ექცია თავისი ცხოვრების აზრად. ცხოვრებაში ყველაზე ხშირად მას ესმოდა, რომ ის არააქტიურია, არ აინტერესებს კარიერული წინსვლა, მიყვება დინებას და განზე დგება, როდესაც მის გარშემო ყველანი წინ მიდიან. საბოლოოდ, კოლეჯის დამთავრების და ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე მოსაწყენი სამუშაოს შეცვლის შემდეგ, მან გადაწყვიტა, რომ მისი ნამდვილი მოწოდება არის უსაქმურობა. -მე მთლიანად გავაცნობიერე, რომ არაფერი არ უნდა გავაკეთო, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდ ძალისხმევას არასდროს ვიყენებ არაფერში - განუცხადა მორიმოტომ ჟურნალისტებს. 2018 წლიდან ის უმუშევარია და ერთადერთი რასაც აკეთებს არის ის, რომ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე სთავაზობს თავის კომუნიკაციას სამყაროს. ამავდროულად, მამაკაცი საერთოდ არ მოითხოვს ანაზღაურებას, საკმარისია გადაიხადოთ მგზავრობის საფასური, თუ გინდათ, რომ სადმე გაგყვეთ. ან უყიდოთ საჭმელი, თუ გინდათ, რომ თქვენთან ერთად დაჯდეს კაფეში. ხანდახან ესეც არ არის საჭირო. ის უბრალოდ მზად არის საუბრისათვის, ან მოგისმინოთ და მხარი აგიბათ საუბარში. ის საკუთარ თავს Rent-a-Man-ს უწოდებს (კაცი ქირით), მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მზად არის დრო დახარჯოს გარკვეულ სამუშაოზე, თუნდაც ყველაზე მარტივზე. მაგალითად: მან უკვე უარყო შეთავაზება ბინაში დახმარებაზე, დალაგება- დასუფთავებაზე, პირად მეგობრობაზე, პოზირებაზე და ფულის სანაცვლოდ გარკვეული ადგილების მონახულებაზე. მაგრამ ის სიამოვნებით გამოგყვებათ საყიდლებზე მაღაზიაში ან თქვენთან ერთად პარკში სკამზე ჩამოჯდება. - ადამიანები სხვადასხვაგვარად მიყენებენ. ზოგი მარტოსულია. ზოგს რცხვენია სადმე მარტო წასვლა. ზოგს სურს, რომ ვინმეს შთაბეჭდილებები გაუზიაროს. რაც გასაკვირია, არის პიროვნებების, გარემოებებისა და სიტუაციების უზარმაზარი მრავალფეროვნება. ის თითქმის ყოველდღე მაოცებს, - თქვა მორიმოტომ. ის ყოველდღიურად სამ პაემანზე მიდის და სწყინს, თუ ვინმე თავის უსაქმურობას „სამუშაოს“ უწოდებს, იუწყება CBS. არა და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო დროს უსაქმური იაპონელის ცხოვრების წესისადმი ინტერესი გაიზარდა - დაახლოებით 250 ათასი გამომწერი ჰყავს მას სოციალურ ქსელებში, თავად კი უკვე დაწერა ოთხი წიგნი, სადაც უამრავ ადამიანთან ურთიერთობის შედეგად მიღებულ გამოცდილებას უზიარებს მკითხველს და ამასთანავე მასზე უკვე მსოფლიო პრესა წერს, უნდა ვიფიქროთ, რომ თავის უსაქმურობით კარგ ფულს შოულობს.
ასევე იხილეთბრიტანელ ბრაიან მარშალს(Brian Marshall ) არასოდეს უყვარდა ვისკი, მაგრამ სწორედ ამ სასმელმა მოუტანა მას სოლიდური თანხა - მან ცოტა ხნის წინ გაყიდა მინიატურული ვისკის ბოთლების კოლექცია 30 ათას გირვანქა სტერლინგად (დაახლოებით 123 000 ლარი). სულ 4000 -მდე ბოთლის კოლექცია. მარშალმა შეგროვება დაიწყო 1980-იანი წლების შუა ხ...ბევრ ჩვენთაგანის ოჯახში დღესაც შეიძლება მოვიძიოთ ძველი საბჭოთა ფაიფურის სტატუეტები, რომლებიც ამშვენებდა ან ახლაც ამშვენებს ჩვენს ბინებს და არაა გამორიცხული სახლში ერთი შეხედვით პატარა ფაიფურის ფიგურა, რომელიც რაიმე სიუჟეტს აღწერს, თქვენი ბინის ფასიც კი ღირდეს.ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც ქვემოთ წარმოდგენილ ფაიფურის ფიგურებს გაეცნობით. ... ავიაკომპანიებს ყოველწლიურად გადააქვთ დაახლოებით 4, 3 მილიარდი ერთეული ბარგი.აქედან დაახლოებით 25 მილიონი ჩემოდანი და ჩანთა იკარგება. ზარალის აბსოლუტური უმრავლესობა არ არის დაკავშირებული მტვირთავების ქურდობასთან: ავიაკომპანიებმა უბრალოდ არ იციან ვის მიაწოდონ ბაგაჟი, რადგან ბირკა გზაში არც თუ იშვიათ... Spanx-ის დამფუძნებლის, სარა ბლეიკლის სახელი ახლა ყველასთვის ცნობილია შეერთებულ შტატებში, რადგან მისი ისტორია არის "ამერიკული ოცნება" სუფთა კლასიკური გაგებით. მცირე "გარაჟის" ბიზნესიდან მან შეძლო მრავალმილიონიანი კომპანიის შექმნა. მაგრამ, მთავარ ისაა, რომ ახლა მისი სახელს სულ უფრო ხშირად ახსენებენ მისი ... 905 2-ს მოსწონს
|