კაცს, რომელსაც არ უყვარდა ვისკი, 40 წელი აგროვა და მერე საკმაოდ სარფიანად გაყიდა
ბრიტანელ ბრაიან მარშალს(Brian Marshall ) არასოდეს უყვარდა ვისკი, მაგრამ სწორედ ამ სასმელმა მოუტანა მას სოლიდური თანხა - მან ცოტა ხნის წინ გაყიდა მინიატურული ვისკის ბოთლების კოლექცია 30 ათას გირვანქა სტერლინგად (დაახლოებით 123 000 ლარი). სულ 4000 -მდე ბოთლის კოლექცია.
მარშალმა შეგროვება დაიწყო 1980-იანი წლების შუა ხანებში. ამავდროულად, ბევრი ეგზემპლარი დღეს უნიკალურია, რადგან ზოგიერთმა მწარმოებელმა გასული საუკუნის ბოლოს შეწყვიტა ამ ფორმატით ვისკის წარმოება.
- როცა ჩემი მეგობრები მეკითხებოდნენ, რატომ ვაგროვებ ვისკის, თუ მისი გემოც არ მომწონს, საპასუხოდ ვეუბნებოდი: „აბა, სიგარეტს ყიდულობ და კვირის ბოლოს მხოლოდ ერთი ფერფლიღა თუ შეგრჩებათ მეთქი. მე კი მაქვს ჩემი საყვარელი ბოთლები, რომლის ცქერითაც შეიძლება დატკბე ”- განუცხადა კოლექციონერმა გამოცემა Fox Business-ს.
კოლექციონერი ალკოჰოლის მთელ ექსპოზიციას ინახავდა ავტოფარეხში და მან იმიტომ გადაწყვიტა მისი გაყიდვა, რომ სხვაგან გადადიოდა და უბრალოდ ვერსად გამონახა 130 ყუთის შესანახი ადგილი.
მარშალის თქმით, იგი კოლექციაში დაახლოებით 7 ათასი ფუნტის მიღებას გეგმავდა, ამიტომ აუქციონის შედეგებმა ის უსაზღვროდ გაახარა.
- ეს ძალიან კარგი საშობაო ბონუსია! იმედია ეს ბოთლები ახალ მფლობელს იმდენ სიხარულს მოუტანს, რამდენიც თავის დროზე მე მომიტანა მომცა, - აღნიშნა კმაყოფილმა კოლექციონერმა.