x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
კეპრანელი ადამიანი
კეპრანელი ადამიანი


კეპრანელი ადამიანი / ცეპრანელი ადამიანი / ჰომო კეპრანენზისი (Ceprano man / Homo cepranensis) იყო ადამიანის სახეობა ან ქვესახეობა, რომელიც არსებობდა პლეისტოცენის ხანაში. მისი თავის ქალას ქუდის, თავის ქალას თაღის (კალვარიას) აღმოჩენა მოხდა 1994 წლის მარტში იტალიაში, ფროსინონეს პროვინციაში, მაგისტრალის მშენებლობისას. მიუხედავად იმისა, რომ ბულდოზერის მიერ დაზიანდა, ის აღწერილი, დოკუმენტირებული და შესწავლილი იქნა არქეოლოგ იტალო ბადიტუს (Italo Baddittu) მიერ, რომელიც შემთხვევით იმყოფებოდა აღმოჩენის ადგილზე. მალეგნიმ (Mallegni et al. 2003) სამეცნიერო საზოგადოებას გააცნო თავისი თეორია იმის შესახებ, რომ ეს აღმონაჩენი უნდა მიჩნეულიყო ადამიანის ახალ სახეობად, ლათინური სახელწოდებით - Homo carpanensis, თუმცა სხვა პალეონტოლოგებმა, მაგალითად მუნიერმა (Mounier et al, 2011) ის ჰაიდელბერგელი ადამიანის ნამარხად დაასახელეს.


კეპრანელი ადამიანი


ნამარხი პირველად შეფასდა, რომ იყო ძვ.წ. 900, 000 წლიდან ძვ.წ. 690, 000 წლამდე პერიოდის, ხოლო მუტონის მიხედვით (Muttoni et al. 2009) ეს ნამარხი თარიღდება დაახლოებით ძვ.წ. 500, 000-დან ძვ.წ. 350, 000 წლამდე პერიოდით. ნამარხის კრანიალური ნიშნები როგორც ჩანს, შუალედურია, გარდამავალია ჰომო ერექტუსსა და მის შემდგომ მცხოვრებ ადამიანის სახეობებსა თუ ქვესახეობებს შორის, როგორიცაა მაგალითად ჰომო ჰაიდელბერგენზისი, რომელიც დომინირებდა ევროპის ტერიტორიაზე ნეანდერტალელებამდე დიდი ხნით ადრე. კარპანელი ადამიანის თავის ქალას მოცულობა დაახლოებით 1000 სმ3 იყო.



კეპრანელი ადამიანი


წყარო 1: Ceprano man - Wikipedia;

წყარო 2: Homo cepranensis - Bradshaw Foundation;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
78
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
78
  
2022, 26 აპრილი, 12:28
▶ კეპრანელი ადამიანი / ჰომო კეპრანენზისი (Ceprano man / Homo cepranensis) - ჰომო ერექტუსს და ჰალდებერგელს შორის გარდამავალი ქვესახეობა. არსებობდა 500,000-350,000 წლის წინ. აღმოაჩინეს 1994 წელს იტალიაში. გავრცელებული იყო დასავლეთ ევროპაში. მისი ტვინის ზომა საშუალოდ იყო 1000 კუბურ სანტიმეტრამდე.
0 1 1