საზოგადოებრივი ტაუტაველელი ადამიანი 2022, 8 იანვარი, 6:17 ტაუტაველელი ადამიანი / ტაუტეველის ადამიანები / ტაუტეველელი ამართული ადამიანი / ტაუტეველელი ჰომო ერექტუსი / ჰომო ერექტუს ტაუტეველენზისი (Tautavel man / Homo erectus tautevelensis) არის იმ მოდგმის მეცნიერული სახელწოდება, რომელიც აღმოჩენილი იქნა საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარე კირქვის გამოქვაბულში "კაუნე დე ლ'არაგო"-ში (არაგოს გამოქვაბულში). ეს არქაული ადამიანები ცხოვრობდნენ დაახლოებით ძვ.წ. 550, 000 წლიდან ძვ.წ. 400, 000 წლამდე. ესენი სწორედ იმ გარდამავალი მორფოლოგიის და მოდგმის ხალხთა ნაწილი იყვნენ, რომელთაგანაც შემდგომ პერიოდში ნეანდერტალელები ჩამოყალიბდნენ. ზოგიერთ მეცნიერს ისინი ჰაიდელბერგელ ადამიანებად მიაჩნია, ხოლო ზოგიერთი მიიჩნევს მათ ჰომო ერექტუსების ცალკეულ ევროპულ ქვესახეობად. ამ ადამიანთა გარეგნობა ვიცით კარგად შემონახული ორი თავის ქალას გამო, რომელთა სამეცნიერო სახელწოდებაც არის: არაგო 21 და არაგო 47. ორივე მათგანის მორფოლოგია ბევრად უფრო ერექტუსის მსგავსია, ვიდრე ჰაიდელბერგელის. ერექტუსის მსგავსი მორფოლოგიურ თავისებურების მაგალითია: მკვეთრად გამოხატული წარბზედა რკალები, უკანდახეული შუბლი, შედარებით დაბალი სახე, მცირე ჩაღრმავება წარბებს შორის, პოსტორბიტალური შეკუმშვა, მკვეთრად გამოხატული ქედები თვალის კაკლების ქვემოთ, სუსტი ნიკაპი, განვითარებული პროგნატიზმით, ძლიერი და სქელი ყბები, U-ფორმის კბილების რიგები გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმით (მამაკაცებს განსაკუთრებით უფრო მტკიცე კბილები ჰქონდათ, ვიდრე ქალებს) და უფრო წინ მიმართული ლოყის ძვლები. მათი ტვინის მოცულობა საშუალოდ იყო 1166 სმ3. დაუზუსტებელია ჰქონდათ თუ არა მათ მეტყველების კარგი უნარი, მაგრამ მეტად სავარაუდოა, რომ მეტყველება უკვე შეეძლოთ, რამდენად გამართულად, ეს საკამათოა. ჰქონდათ მტკიცე ჩონჩხი და სიმაღლით საშუალოდ 166 სმ-ს აღწევდნენ. იმ პერიოდში, როდესაც საფრანგეთის ამ ნაწილში ეს ადამიანები სახლობდნენ, აქ ზომიერი და ნოტიო ტყეები იყო, რომელიც შემდგომში მშრალი სტეპის კლიმატად იქცა. არაგოს გამოქვაბულის მთიანი რელიეფი ტაუტაველის დაბლობს გადაჰყურებს მდინარიდან 80 მეტრის სიმაღლიდან. ეს ადამიანები ამ ტერიტორიებზე მაშინდელ დროში გავრცელებულ ისეთ ცხოველებზე ნადირობდნენ როგორიცაა ირემი, წითელი ირემი, ტაჰრი (არჩვის მსგავსი კლდის თხა), არგალი, იგივე არხალი (გარეული ცხვარი), ცხენი, ცხენირემი, თახვი და სხვ. ტაიტაველელი ადამიანები ამზადებდნენ აშელის ტიპის ქვის იარაღებს, ძირითადად უფრო პატარა რეტუშირებულ იარაღებს, როგორიცაა საფხეკები. და ნაკლებად ამზადებდნენ ისეთ დიდ იარაღებს, როგორიცაა ბიფაები ანუ ხელცულები. ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ იყენებდნენ ცეცხლს, თუმცა დიდი ალბათობით იყენებდნენ. შესაძლოა ახორციელებდნენ რიტუალურ კანიბალიზმს. წყარო: Tautavel Man - Wikipedia; კრებულები:1. მეცნიერება 2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი 3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი 4. სხვადასხვა 5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი 6. ქართული მითოლოგია 7. რელიგია 8. საქართველო 9. საქართველო - მე-2 ნაწილი 10. ქართული სახელმწიფოები 11. პროტოქართველები 12. კავკასიური კულტურები 13. პარანორმალი ავტორი: თორნიკე ფხალაძე148 1-ს მოსწონს
|