პროფილაქტიკა 10 ფაქტი, რომელიც ჩვენი სხეულის ყველა საიდუმლოს ამხელს 2022, 3 თებერვალი, 10:03 განა ადამიანის სხეული საოცარი არ არის? თითქმის ყველასთვის ცნობილია, რომ ყოველ ჩვენგანს, შიგნით ბიოლოგიური საათი აქვს, რომელიც ორგანიზმს მართავს და 24 საათის მანძილზე, სხვადასხვა ჰორმონებს და ქიმიურ ნივთიერებებს გამოიმუშავებს, როლელიც დროის გარკვეულ პერიოდებში, სხვადასხვა ორგანოებს მუშაობას აიძულებს. თუმცა, საკუთარ ორგანიზმთან ჰარმონიაში, ყველა არ ცხოვრობს. აქ ჩვენი ორგანიზმის ზოგიერთი საიდუმლოს ამოხსნას შევეცდებით და მას თქვენც გაგიზიარებთ. 5:00–6:00ეს საუკეთესო დრო არის გაღვიძებისთვის. არტერიული წნევა მატებას იწყებს, მატულობს გულისცემაც. სხეულის იმუნიტეტიკი, უმაღლეს დონეზეა. ამ დროს თუ გაიღვიძებთ, ნაკლებად დაიღლებით, დღის განმავლობაში მეტს გააკეთებთ და ცხოვრებით დატკბებით. ამის მიზეზი კი, კორტიზოლია, რომელიც ორგანიზმს აღვიძებს და ის მხნე მდგომარეობამდე მიჰყავს. ამ დროს, დასვენებულად ადგომისთვის, დასაძინებლად, დაახლოებით, 22 სთ–ზე დაწოლაა საჭირო. 7:00მელატონინის გამომუშავება გამთენიისას წყდება. ამიტომ, ორგანიზმისთვის, დილის საათებში ძილს, არანაირი სარგებლობა არ მოაქვს. მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ 7:30 — ოპტიმალური დრო არის ბავშვის ჩასახვისთვის. გარდა ამისა, 7:00–დან 9:00–მდე ეფექტურ მუშაობას იწყებს კუჭი, მსხვილი ნაწლავი, ელენთა და პანკრეასი. ამიტომ, საუზმობა 9:00–მდეა სასურველია. 8:00იწყება ტესტოსტერონის სინთეზი და სასურველია ფიზიკური აქტივობა. თუ მანძილი საშუალებას იძლევა, სამსახურში ან სასწავლებელში წასვლა, ფეხით უმჯობესია. საქმეებს, რომლებსაც ამ მომენტში დაიწყებთ, დიდი ალბათობით, წარმატებით დაასრულებთ. მიზეზი კი ის არის, რომ ამ დროს, კარგად მუშაობს მეხსიერება და ლოგიკური აზროვნის უნარი უმაღლეს ნიშნულს აღწევს. 10:00–13:0010:00 და 13:00 საათებს შორის, თავის ტვინი მაღალ წარმოებადობაზე ერთვება და ეს არის ყვეკლაზე აქტიური დრო, დღე–ღამის მანძილზე. ამიტომ, რთული გონებრივი ამოცანების გადაჭრა და გადაწყვეტილების მიღება, დროის სწორედ ამ მონაკვეთშია საჭირო. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ადრენალინის გამომუშავების პირველი პიკი 12:00–ზე მოდის. სწორედ ეს აიძულებს ტვინს, აქტიურად იმუშაოს და უფრო სწრაფად რეაგირებდეს იმაზე, რაც ირგვლივ ხდება. 12:00–14:00ჩვენი ენერგია მცირდება და მისი შევსება არის საჭირო. სადილი უნდა იყოს ნოყიერი და უხვი. ამ პერიოდში, ყველაზე აქტიური გული, ნაწლავები და შარდის ბუშტია. 14:00–16:00სადილის შემდეგ, ჩვენი ყურადღება და სიფხიზლე მცირდება, საქმეზე კონცენტრირება კი, რთულდება. ამიტომ, სამუშაო დღის ამ მონაკვეთისთვის, ისეთი საქმეებიის შემონახვაა უმჯობესი, რომელიც გონების განსაკუთრებულ კონცენტრაციას არ მოითხოვს. 16:00–18:0016:00–დან – 18:00–მდე ძალიან აქტიურია თირკმელები. ხოლო, 18:00 მაქსიმალურად მაღალია არტერიული წნევა და სხეულის ტემპერატურა. ამიტომ, შეგიძლიათ დაკავდეთ აქტიური ფიზიკური და გონებრივ სამუშაოებით. დროის ამ მონაკვეთში, მეტად ეფექტურია სპორტით დაკავება. ძალიან აქტიურია გრძნობის ორგანოებიც, ამიტომ შეგიძლიათ, ამ საათებისთვის, მასაჟიც დაგეგმოთ. 19:00ამ დროს შეგიძლიათ ივახშმოთ, რადგან მოგვიანებით, საჭმლის მომნელებელი სისტემის აქტივობა საგრძნობლად მცირდება და ყველაფერი, რასაც მიირთმევთ, კუჭში სიმძიმედ იქცევა. ვახშამი მსუბუქი უნდა იყოს, რომ კუჭი არ დაიტვირთოს. 20:00იწყება მელატონინის სინთეზი — ჰორმონის, რომელიც ორგანიზმის ცირკადულ რიტმს (ორგანიზმის აქტივობის შინაგანი საათი) არეგულირებს. ეს ძილისთვის მომზადების დრო არის. იმისათვის, რომ ადვილად დაიძინოთ, შეგიძლიათ მომადუნებელი (სუნთქვითი) ვარჯიშები შეასრულოთ ან გაისეირნოთ. ამ დროს აქტიურია სისხლის მიმოქცევის და სასქესო ორგანოები. ამიტომ, ბავშვის ჩასახვისთვის, ეს დროც ხელსაყრელია. 22:00–2:00თანდათან მცირდება საჭმლის მომნელებელი სისტემის აქტივობა, ეცემა სხეულის ტემპერატურა. იზრდა ენდორფინების წარმოება — ეს ბედნიერების ჰორმონია, რომლებიც ჯანსაღ ძილზეა პასუხისმგებელი. უნდა გახსოვდეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ძილი 22:00–დან – 2:00–მდე. ეს ნერვული სისტემის გადატვირთვის და იმუნიტეტის გაძლიერების დრო არის. და თქვენ... ცხოვრობთ ბიოლოგიური საათის მიხედვით? 506 3-ს მოსწონს
|