x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მედიკოსებმა 2 მთავარი ვიტამინი დაასახელეს, რომელიც ყველამ უნდა მიიღოს

image


როგორც ამერიკელმა იმუნოლოგმა და ინფექციონისტმა ენტონ ფაუჩიმ (Anthony Stephen "Tony" Fauci) განაცხადა, ჯანმრთელი იმუნური სისტემის შესანარჩუნებლად, საჭიროა საკმარისი რაოდენობით, C და D ვიტამინების მიღება. C ვიტამინი საუკეთესო ანტიოქსიდანტია, ხოლო D ვიტამინი ორგანიზმს შეუვალს ხდის, სხვადასხვა ინფექციების მიმართ. ასევე არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომ D ვიტამინი ძალიან სასარგებლოა რესპირატორული (სურდო, გრიპი) დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლისას.
აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NIH), საკვები დანამატების განყოფილების დასკვნის მიხედვით, D ვიტამინი ისეთ პროდუქტებში შედის, როგორიც არის ყველი, საქონლის ღვიძლი, ცხიმიანი თევზი (სკუმბრია, ორაგული...) და კვერცხის გული. გარდა ამისა, მისი გამომუშავება ორგანიზმშიც ხდება, თუ ადამიანი მზეზე იმყოფება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ D ვიტამინი მხოლოდ იმუნიტეტის გაძლიერებას კი არ უწყობს ხელს, ის ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებსაც ასუსტებს და ძვლებს ამაგრებს. ზოგიერთ ადამიანს კი, ამ ვიტამინის დეფიციტის განიცდის. მიზეზი – პანდემიაა, რის გამოც, ადამიანების უმრავლესობა, სახლიდან მხოლოდ საჭიროების გამო გამოდის. ამასთან, როგორც ერთ–ერთმა კვლევამ აჩვენა, რომელშიც 11 321 მოხალისე მონაწილეობდა, სასუნთქი გზების ინფექციების რისკი დაბალა იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველ დღე ან თუნდაც, კვირაში ერთხელ, D ვიტამინს მედიკამენტის სახით ღებულობს, იმათთან შედარებით, ვინც დამატებით ვიტამინს არ მოიხმარს.
რაც შეეხება С ვიტამინს, NIH მონაცემებით, მას დიდი რაოდენობით შეიცავს ფორთოხალი, მარწყვი, ბროკოლი და პომიდორი. «კოკრეინის» (Cochrane) სამეცნიერო ცენტრის მედიკოსთა მტკიცებით, ადამიანები, რომლებიც С ვიტამინს ღებულობენ, ავადმყოფობის შემთხვევაში, 8 (უფროსები) და 14 (ბავშვები) პროცენტით უფრო სწრაფად ჯანმრთელდებიან, ვიდრე ისინი, ვინც ვიტამინს არ ღებულობენ. კიდევ ერთმა კვლევამ, რომელშიც 642 სპორტსმენი–მარათონელი, სამხედრო პირი და მოთხილამურე მონაწილეობდა, აჩვენა რომ, თუ ადამიანი ყოველდღიურად С ვიტამინს (250 მგ–დან – 1 გ. დღეში) ღებულობს, გაციების რისკი 50% მცირდება.

როგორც მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი რიჩარდ უოტკინსი (Richard Watkins) აღნიშნავს, იმუნიტეტის გასაძლიერებლად, D და С ვიტამინები ყველამ უნდა მიიღოს. იგივეს გვირჩევენ NIH–ს ექსპერტები.

მაგრამ, ვიტამინების მიღებამდე, ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია!!!


image


imageimageimageimage



0
276
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0