x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მსახიობი ნიკა ქაცარიძე 43 წლის ასაკში გარდაიცვალა

image

რუსთაველის თეატრის მსახიობი ნიკა ქაცარიძე 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

“უდიდეს მწუხარებას და ტკივილს განიცდის ჩვენი თეატრი დღეს. გარდაიცვალა მსახიობი ნიკოლოზ ქაცარიძე..”, – წერია თეატრის სამძიმრის წერილში.

გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად, გული სახელდება.

ნიკა ქაცარიძე 2005 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია; რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები: სერ ტობი ბელჩი (უ. შექსპირის "შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ", რეჟ.: რ. სტურუა), ხელოსანი (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი", რეჟ.: რ. სტურუა, ზ. პაპუაშვილი), დაცვის ბიჭი – ენრიკო (ლ. ბუღაძის "ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და ... პრეზიდენტი", რეჟ.: რ. სტურუა), მეფე (არჩილ სულაკაური "სალამურა", დამდგმელი რეჟ.: რ. სტურუა, რეჟისორები – რ. ჩხაიძე, დ. კვირცხალია), მოკარნახე (ნ. იორდანოვის "გონზაგოს მკვლელობა", რეჟ.: გ. გოშაძე), ნიკოლა (ჟ. დელი, ჟ. სიბლეირასი "გაუმარჯოს ბუშონს", რეჟ.: ი. ბაკურაძე), მეფარნე (ა. დე სენტ-ეგზიუპერის "პატარა უფლისწული", რეჟ.: გ. თოდაძე); მედუქნე (თომას ბერნჰარდის "სანახაობის მომწყობი – Der Theatermacher", რეჟ.: ქრისტიან პაპკე); მონაწილეა სპექტაკლებისა: "მალე მოვალ წვიმად", "ჯადოსნური ღამე", "შობა ტიფლისში", "ბედი ქართლისა", "საახალწლო ნობათი";

ფილმოგრაფია 2003: "მიცვალებულთა კუნძულზე" (2003, იუჰანსონი-ჰუმელის მოახლე, რეჟ.: თეიმურაზ კვანტალიანი); ვაკის თეატრალური სარდაფი: გებრიელ ბონიფაციუსი (მიხო მოსულიშვილის კომიკური თრილერი "საშობაო ბატი კომშით", რეჟ.: გურამ ბრეგაძე).

ასევე მაყურებელს ნიკა ქაცარიძე დაამახსოვრდა სერიალიდან "შუა ქალაქი", სადაც იგი ზარმაცი ხელოსნის, ამირანის როლს ასრულებდა.

image

1
78
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
78
  
2022, 5 იანვარი, 17:16
მართლაც ძალიან სამწუხაროა, სულ ახალგაზრდა იყო
0 1 1