ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ინტერესი, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, არ ცხრება, უკანასკნელ ხანებში საზოგადეობის განსახილველი გახდა მისი პირად ცხოვრება.ამ ფონზე არ შეიძლება არ გავიხსენოთ, ერთ-ერთი ყველაზე პირველი სკანდალური ამბავი პრეზიდენტსა და მის პირად პრესმსასახურის უფროსს, ალანა გაგლოევას შორის, რომელსაც ბევრი "პრეზიდენტის მსხვერპლს" უწოდებს.
მთელმა საქართველომ და მთელმა ოსეთმა იცოდა სააკაშვილის რომანის შესახებ მის პრესმდივანთან ალანა გაგლოევასთან. ჭორებმა მიშას ცოლამდე, სანდრამდენაც მიაღწია.
მეტიც, ალანა გაგლოევა იმ დროს დაორსულდა, როდესაც სანდრა ბავშვს ელოდა, როგორც მაშინ ხმები დადიოდა, იმისთვის, რომ ალანას ორსულობა მიეჩქმალა სააკაშვილმა შიდა ქართლის ექს-გუბერნატორს გაგლოევას ცოლად მოყვანა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.
ლალი მროშკინას მტკიცებით, მას მოუთხრო ჟურნალიტმა მაია კახიძემ, როგორ აიძულა საკაშვილმა ალანას ორსულობის მეექვსე თვეში აბორტი.
თუმცა დადიოდა ჭორებიც, რომ ალანამ სხვა ქალაქში მაინც იმშობიარაო.
2008 წლის ომის დროს ალანას მშობლიური სახლიც დაიბომბა ცხინვალში, რომელიც ცნობილი ოსი დრამატურგის-ვლადიმერ გაგლოევის ქუჩაზე იყო.
თანამემამულეებს ალანა გაგლოევა ეცოდებათ და მას სააკაშვილის მსხვერპლად მიიჩნევენ.
-
მე ვიცნობდი ალანას მამას, ფილიპს-, ამბობს მეზობელი როლანდი. - ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით. ისეთი კარგი ადამიანი იყო. ყველა მას ფილიპს ეძახდა, თუმცა მისი ნამდვილი სახელი ალანი იყო. ის ტრაგიკულად დაიღუპა იმ დროს, როდესაც ალანას დედა ფეხმძიმობის ბოლო თვეში იყო. მდინარეში ბანაობისას ხერხემალი მოიტეხა. გოგონას მამის პატივსაცემად ალანა დაარქვეს.
"მასზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, " განაგრძობს ის. - ალანა მხოლოდ სიტუაციის მსხვერპლია. ბავშვობაში დედამ თბილისში წაიყვანა. სულ სხვა გარემოში გაიზარდა. ძალიან ლამაზი ბავშვი, ამიტომ ხელიდან ხელში გადადიოდა. მისი განსჯა ან რამეში არ დადანაშაულება არ შემიძლია. გოგონა ისედაც გაუბედურებულია.
ალანას დედა რაისა გასიევა ხელახლა დაქორწინდა ქართველზე. ალანა გაიზარდა თბილისში, სადაც დაამთავრა საშუალო სკოლა და უცხო ენების უნივერსიტეტი.
„მერე ალანამ სააკაშვილთან დაიწყო მუშაობა. მათზე ბევრ რამეს ამბობდნენ“, - ამბობს დარცხვენით ეკატერინა ჯიოევა, რომელიც კარგად იცნობდა გაგლოევების ოჯახს.
უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, ალანამ დაიწყო მუშაობა სატელევიზიო გადაცემის წამყვანად ეროვნული უმცირესობებისთვის, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით დაიწყო. ალანას სამხრეთ ოსეთის ახალი ამბები მიყავდა ოსურ ენაზე წარადგინა.
- როდესაც მაუწყებლობდა, მასზე ყველა იცინოდა, - ამბობენ გაგლოევების ცხინვალელი მეზობლები. - თითქმის მთლიანად დაავიწყდა მშობლიური ენა. უხეში შეცდომებს უშვებდა... და როცა გავრცელდა ჭორი, რომ სააკაშვილმა ის თავის ხარჭად დაისვა, ალანას ბებიას მაბულიას ინსულტი დაემართა. მან იცოდა, როგორ სძულდა პრეზიდენტს ოსი ხალხი...
შემდეგ უკვე ალანას გარშემო აჟიოტაჟი ნელ-ნელა მიწყნარდა, სცენაზე სააკაშვილის მორიგი გატაცება სოფო ნიჟარაძე გამოჩნდა, რაც შეეხება ალანა გაგლოებას იგი გათხოვდა პროფესიით იურისტ და ბიზნესმენ ნიკა გუგეშავილზე, 2011 წლიდან წყვილი ერთად ცხოვრობდა, ხოლო 2015 წლის 26 მარტს ალანას შეეძინა ბიჭი, რომელსაც გუგა დაარქვეს.
ასევე დაგაინტერესებთ
მას შემდეგ რაც, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ ორიოდე დღის წინ გამოეხმაურა სოფო ნიჟარაძის პატარა ქალიშვილს ელის მარია სააკაშვილს და საბოლოოდ მოუღო ბოლო ჭორებს და ამით ფაქტობრივად დაადასტურა გოგონას მამობა, კიდევ უფრო გაიზარდა საზოგადოების ინტერესი მომღერალ სოფო ნიჟარაძის პირადი ცხოვრების მიმართ.მანამდე საზოგადოებისთვის ჭორებ...
ნინიკო ნაცარიშვილმა რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, სადაც უკვე აშკარად ჩანს წამოზრდილი მუცელი.როგორც ცნობილია იგი ბათუმელ კანონიერ ქურდისგან, მინდია მინდაძესგან, იგივე ლავასოღლისგან ბავშვს ელოდება. ნინიკო ნაცარაშვილი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოგონად ითვლება ბათუმში, მან ოჯახი ნაადრევ ასაკში შექმნა, ფეხბურთელ გ...
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამერიკელი მასაჟისტის დოროთე შტეინის(დოქტორი დოტი) ტელეინტერვიუს ეხმაურება, სადაც მიხეილს სააკაშვილზე საუბრობს და წერს: "მე ვინ მეკითხება, მაგრამ სააკაშვილს ცოტა მეტი დრო რომ მისცენ პროცესბზე იმის მოსაყოლად, თუ როგორ "აშენებდა" ქართულ სახელმწიფოს, რა...
ქართველი სექს-სიმბოლო, მსახიობი მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი მორიგ საყვარელს, ლაშა ბარათელს დაშორდა. ეს ფაქტი ბეგაშვილმა ინსტაგრამზე გამომწერებს დაუდასტურა."no i'm single" (არა, მარტო ვარ) - წერს შორენა ბეგაშვილი. ბეგაშვილის და ე.წ. კანონიერი ქურდის ლაშა ბარათელის ურთიერთობა დაახლოებით ორი წელიწადი გაგრძელდა, ბევრს ახსოვს როგო...