x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"მარტო ვარ" - შორენა ბეგაშვილი ლაშა ბარათელს დაშორდა
image

ქართველი სექს-სიმბოლო, მსახიობი მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი მორიგ საყვარელს, ლაშა ბარათელს დაშორდა. ეს ფაქტი ბეგაშვილმა „ინსტაგრამზე“ გამომწერებს დაუდასტურა."no i'm single" (არა, მარტო ვარ) - წერს შორენა ბეგაშვილი.

image

ბეგაშვილის და ე.წ. კანონიერი ქურდის ლაშა ბარათელის ურთიერთობა დაახლოებით ორი წელიწადი გაგრძელდა, ბევრს ახსოვს როგორ დაისვენა შორენა ბეგაშვილმა ესპანეთში საყვარელი მამაკაცთან ერთად ძვირადღირებულ კურორტზე.


შორენა ბეგაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: "ლაშა ბარათელი იმიტომ შემიყვარდა, რომ ის არის კაცი, რომლის სიტყვასაც ძალა აქვს და ის რასაც ამბობს, იმას ასრულებს".

გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა ბარათელმა მის ქალიშვილს ევას ძვირადღირებული ავტომობილიც აჩუქა.

image

შორენა ბეგაშვილს რამდენიმე გახმაურებული რომანი ჰქონდა, მათ შორის საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრესთან დავით მუხრანელთან, შემდეგ იყო გასაიდუმოებული ქორწინება ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან, რომელიც გაყრით დასრულდა.


რაც შეეხება ლაშა ბარათელს, ე.წ. კანონიერი ქურდი მეტსახელად "ჭია", დაიბადა სოხუმში 1989 წელს. ის ცხოვრობდა სენაკში, კანონიერ ქურდად 2014 წელს ოდესაში აკურთხეს, იმავე წელს იგი მძიმედ დაჭრეს და სიკვდილს სასწაულებრივ გადაურჩა. ბოლო წლებში ძირითადად ცხოვრობდა თურქეთში და ესპანეთში. ის რამდენიმე წლის წინ საქართველოშიც დააკავეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე ქმედითი დანაშაულის ჩადენა ვერ დაუმტკიცეს და რადგან ბარათელი ოფიციალურად საქართველოს მოქალაქე არც იყო, სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს.

image

0
386
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
386
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0