x
მეტი
  • 19.06.2025
  • სტატია:142845
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515250
ვაჭრობა ქალაქის სახელით

imageქალაქ "Clark"-ს, რომელიც ტეხასის შტატში 2000 წელს დაარსდა და სადაც სულ რაღაც 200 ადამიანი ცხოვრობდა, დაარსებიდა 5 წლის შემდეგ, 2005 წლის ნოემბერში, სახელი შეეცვალა. ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი პატარა დეტალი. სახელის შეცვლის იდეა ეკუთვნოდა კომპანია "Dish Networks"-ის ხელმძღვანელობას, რომელმაც მოინდომა გამოეყენებინა ქალაქის სახელწოდება კომერციული მიზნებისთვის.


კომპანიამ მოსახლეობას შესთავაზა გარიგება- "Clark"-ი შეეცვალათ "Dish"-ით და სანაცვლოდ მიიღებდნენ 10 წლიან უფასო სატელიტურ სატელევიზიო მომსახურებას.image

შეხვედრაზე, რომელზეც გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო მხოლოდ 12 მოსახლე დაესწრო და არცერთი მათგანი არ იყო იდეის წინააღმდეგი. სწორედ ამ 12-მა ადამიანმა გადაწყვიტა ქალაქის სახელწოდების საკითხი და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს სახელის შეცვლას დარჩენილი მოსახლეობის მხრიდან არანაირი პროტესტი არ მოყოლია. ეს ალბათ იმიტომ, რომ მსგავსი რამ ამერიკაში აქამდეც მომხდარა.

1950-იან წლებში ქალაქმა "Hot Springs"-მა გადაირქვა სახელი imageპოპულარული ტელეშოუს დასახელების ”Truth or Consequences”-ის მიხედვით. ასევე “dot-com”-ის ბუმის დროს 2000 წელს ორეგონში მდებარე ქალაქი “Halfway” დათანხმდა შეეცვალა სახელწოდება 1 წლით "Half.com"-ად.


0
13
1-ს მოსწონს
ავტორი:Pumpkin Joe
Pumpkin Joe
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0