x
მეტი
  • 18.07.2025
  • სტატია:143404
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515443
გარდაიცვალა კრისტოფერ არსენო, "ბედნიერი კატების თავშესაფრის" დამფუძნებელი

კრისტოფერ არსენო, "ბედნიერი კატების თავშესაფარი"-ის დამფუძნებელი, ტრაგიკულად დაიღუპა 2025 წლის 31 მარტს, როდესაც ხანძარი გაჩნდა მის თავშესაფარში ლონგ აილენდზე. არსენო ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას და კატების გადარჩენას — მეგობრების თქმით, ის რამდენჯერმე შევიდა და გამოვიდა სახლიდან ცხოველების გამოსაყვანად, მაგრამ ბოლოს აღარ დაბრუნდა.


image


ხანძრის ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. ცნობილია, რომ სახლს ჰქონდა სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც კატების გადაადგილებას უწყობდა ხელს, თუმცა ამან ცეცხლის სწრაფ გავრცელებასაც შეუწყო ხელი.

არსენომ თავშესაფარი დააარსა 2006 წელს თავისი შვილის გარდაცვალების შემდეგ და მთელი ცხოვრება მიუძღვნა უსახლკარო კატების გადარჩენასა და მოვლას. ხანძრის შედეგად დაიღუპა თავად არსენო და 100-ზე მეტი კატა. გადარჩენილი ცხოველები გადაყვანეს ვეტერინარულ კლინიკებში

ეს შემთხვევა დიდ დანაკლისად მიიჩნევა ცხოველთა დაცვის სფეროში, რადგან კრისტოფერ არსენო სიყვარულითა და თავდადებით იყო ცნობილი.

0
91
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0