სხვა რუსეთმა მიიღო კანონი საზოგადოებრივ სივრცეში უცხოური სიტყვების შეზღუდვის შესახებ 18 ივნისი, 10:52 ![]() სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა მეორე და მესამე მოსმენით დაუყოვნებლივ მიიღეს ე.წ. რუსული ენის დაცვის შესახებ კანონი, რომელიც ზღუდავს საზოგადოებრივ სივრცეში ანგლიციზმების გამოყენებას . როგორც კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ოლგა კაზაკოვამ განმარტა, ახალი კანონი უზრუნველყოფს რუსული ენის სახელმწიფო ენის სტატუსს და, შესაბამისად, აძლევს მას უპირატესობას, რომელიც „შეზღუდავს ანგლიციზმების გადაჭარბებულ და მექანიკურ გამოყენებას“. „პრობლემა ის იყო, რომ ეკონომიკური საქმიანობაში ჩართული ზოგიერთი მონაწილე, საკუთარი შეხედულებისამებრ დგამდა მარკეტიკულ ნაბიჯებს და ხშირად არ იცავდა სახელმწიფო ენის შესახებ კანონებს“, - განმარტა კაზაკოვამ. ![]() „წარწერები „ღიაა“, „დაკეტილია“, „ფასდაკლება", საინფორმაციო აბრები, პირველ რიგში როგორც სახელმწიფო ენა, რუსულად უნდა ეწეროს.მინდა აღვნიშნო, რომ სხვა ენებზე თარგმნა არ გამოირიცხება და არაა აკრძალული“, - განმარტა სახელმწიფო დუმის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ. ![]() დავამატებთ, რომ მეორე და მესამე მოსმენისთვის დეპუტატებმა ასევე განსაზღვრავენ სამშენებლო კომპანიების სახელწოდებების რეკლამირების ნორმა. „მიღების შემდეგ, ჩვენ ნამდვილად გვექნება ნაკლები წარწერა უცხო ენებზე. რეკლამაში სხვა ენები ნაკლებად იქნება გამოყენებული. ერთი სიტყვით, ეს არის პირველი ასეთი სერიოზული ნაბიჯი ენის დასაცავად“, - განაცხადა სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა დოკუმენტის მიღების შემდეგ 70 2-ს მოსწონს
|