დანიას აქვს COVID-19-ის ყველაზე მაღალი სტატისტიკური მონაცემები მსოფლიოში - საშუალოდ 1612 ინფიცირებული 100 000 ადამიანზე, იტყობინება The Guardian.
გასულ კვირას, დანიაში გაბატონებული გახდა კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტი.
საფრანგეთმა ახალი რეკორდი დაამყარა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით - 179 807 დადასტურებული ახალი შემთხვევა.
წინა მაქსიმალური მაჩვენებელი 25 დეკემბერს დაფიქსირდა, როდესაც საფრანგეთში 104, 6 ათასი ინფიცირებული დაფიქსირდა.
სამშაბათს დიდ ბრიტანეთში სამედიცინო სამსახურებმა გამოავლინეს COVID-19 შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური რაოდენობა პანდემიის დაწყების შემდეგ - 129, 471 ინფიცირებული, იტყობინება The Guardian, მთავრობის სტატისტიკაზე დაყრდნობით.
New York Times-ის გათვლებით, 27 დეკემბერს შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 500 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
ეს მაჩვენებელი არის ყველა დროის რეკორდი მთელი პანდემიისთვის, მაგრამ, სავარაუდოდ, მოიცავს ბევრ შემთხვევას, რომლებიც დე ფაქტო უკავშირდება საშობაო შაბათ-კვირას.