x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ლავროვმა რუსეთის ნატო-ში გაწევრიანების ალბათობა შეაფასა

image

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ვერ გახდება ნატოს წევრი, რადგან დასავლეთს არ სურს ჰყავდეს მსგავსი გავლენიანი კონკურენტები.ამის შესახებ მან «Соловьёв LIVE-ის ეთერში განაცხადა.

წამყვანმა ვლადიმირ სოლოვიევმა მინისტრს ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა ისეთი სიტუაცია განვითარდეს, რომ რუსეთი ნატოში გაწევრიანდეს.

"რა თქმა უნდა არა.მე ვერ ვხედავ ასეთ სიტუაციას, რადგან მთელი პროცესი ტრიალებს არა ნატოსა და ევროკავშირის ირგვლივ, არამედ იმაზე.რომ დასავლეთს არ უნდა ჰყავდეს საერთაშორისო ასპარეზზე შედარებით გავლენიანი კონკურენტები.აქედან მოდის ისტერიკაც ჩინეთის აღზევებასთან დაკავშირებით"-განაცხადა ლავროვმა.

მან დასძინა, რომ ბევრი რუსი ოპოზიციონერისთვის დასავლეთი არის „აბსოლუტურად უპირობო იდეალი და უდავო ლიდერი, რომელსაც ყველაფერში უნდა გაჰყვეს“.

„ისინი ვერ ხედავენ რაიმე მანკიერებას დასავლეთში, <...> ისინი ვერ ხედავენ, დასავლეთი როგორ ანადგურებს სახელმწიფოებს.. და არიან ისეთებიც, რომლებსაც სურთ დაემორჩილონ იმას, რაც ხდება“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ნატო რომ იყოს თავდაცვითი ალიანსი, როგორც ამას ალიანსის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, ის აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა.

"ნატო ახლა არის წმინდა გეოპოლიტიკური პროექტი ტერიტორიების ათვისებისთვის, რომელიც უპატრონო აღმოჩნდა ვარშავის პაქტის გაუქმების და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. <...> ის ფაქტი, რომ ჩვენი სახლის ზღურბლთან ტრიალებდნენ, რა თქმა უნდა, გულგრილს ვერ დაგვტოვებს“, - დაასკვნა მან.

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ბოლო მოლაპარაკებების დროს პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი დაინტერესებულია მიიღოს იურიდიულად ფიქსირებული გარანტიები, რაც გამორიცხავს ნატოს აღმოსავლეთში გაფართოებას.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, ალიანსი არ შეწყვეტს გაფართოებას და გააგრძელებს თანამშრომლობას უკრაინასთან. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთს საკუთარი გავლენის უფლება არა აქვს, მათ შორის მოსაზღვრე ქვეყნებზე.

ნატო-ანუ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1949 წელს, იდეოლოგიურად ევროპის კონტიტენტი ორად გაიყო.ამიტომ გადაწყდა დასავლეთ ევროპაზე საბჭოური გავლენის აღმოსაფხვრელად და ევროპის სახელმწიფოების დაცვის მიზნით შექმნილიყო სამხედრო ალიანსი, სადაც გაერთიანდა ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული სახელმწიფო.

დღეისთვის სამხედრო ალიანსში 30 ქვეყანაა გაერთიანებული, ბოლო ქვეყანა, რომელიც ალიანსის წევრი გახდა არის ჩრდილოეთ მაკედონია(2020 წლის 27 მარტი)გარდა ამისა ნატოს ჰყავს პარტნიორი ქვეყნები(პარტნიორობა მშვიდობისთვის), რომელთა რიცხვშია საქართველოც.

0
224
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0