კინო ახლახან დადგა პოდიუმზე ყველა ნაოჭით, ნაზოლაბიალური ნაკეცებითა და ყვავის ფეხებით, ზედმეტი კილოგრამებითა და თვალებქვეშბალიშებით - მონიკას "კი" ბუნებას 2021, 28 დეკემბერი, 1:29 მონიკა ბელუჩი ყველას დაუკითხავად ადგა და დაბერდა, რამაც აღშფოთების ქარიშხალი გამოიწვია სიბერის წინააღმდეგ მგზნებარე მებრძოლებში. ქალების უმეტესობა აღშფოთებულია.
დიახ, როგორ ბედავს ნაოჭების აფიშირებას, სირცხვილია! სასწრაფოდ მოვითხოვთ მის გაახალგაზრდავებასა და მარადიულ ახალგაზრდობაში მყოფ მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის შეწყვეტას! ეს ნიშნავს, რომ თავისი არსებობის ფაქტით მონიკა უარყოფს ქალბატონების ცხოვრების მთელ აზრს, რომლებიც ყოველ წამს იბრძვიან მოკვდავთა იმთავითვე წაგებულ ბრძოლაში დაბერების ნიშნების წინააღმდეგ. ისინი იბრძვიან - მონიკა, უბრალოდ, ცხოვრობს.... ახლახან გამოვიდა პოდიუმზე თავისი მშვენიერი სხეულით, ყველა ნაოჭით, ნასოლაბიალური ნაკეცებითა და ყვავის ფეხებით, ზედმეტი კილოგრამებითა და თვალების ქვეშ შეშუპებით, ყველაფერი, რაც ბუნებამ მისცა, უყოყმანოდ გამოფინა და სრულიად არ აინტერესებს გაუთავებელი ახალგაზრდობის მიმდევართა აზრი. და ეს შესანიშნავია რადგან ვიღაცამ საბოლოოდ უნდა უთხრას მსოფლიოს, რომ დაბერება სულაც არ არის სირცხვილი! და ვის შეუძლია ეს, თუ არა ბრწყინვალე მონიკას?! იმის დემონსტრირება, რომ შეგიძლია, დაბერდე ლამაზად და ღირსეულად, შენი ცხოვრების ძვირფასი წლების ბუნებასთან გარდაუვალ აუცილებლობასთან ამაო ბრძოლაში დაკარგვისა და, უბრალოდ, დროის უაზრო ფლანგვის გარეშე !!! 692 3-ს მოსწონს
|