"ცხვირიდან სკლინტებს იღებდა და გემრიელად აკნატუნებდა" - რას ჰყვება ლეონარდო დიკაპრიოს შესახებ მისი პირველი შეყვარებული
"დავინახე, როგორ გამოიღო ცხვირიდან სკლინტი, მიიტანა პირთან და გემრიელად ჩაღეჭა, ამის შემდეგ ხელსაც აღარ ვართმევდი", - წერს სოციალურ ქსელში ჯულიეტ არონსონი, ლეონარდო დიკაპრიოს პირველი სიყვარული.
ჯულიეტი და ლეონარდო ერთ სოლაში სწავლობდნენ. ლეონარდო მისი თქმით, ბავშვობაში ძალიან ლამაზი იყო და გოგონებს მასზე კონკურსი ჰქონდათ, მაგრამ ჯულიეტმა შეძლო მისი მოხიბვლა სხვა გოგონებისგან განსხვავებით.
როგორც იგი ყვება, ერთ საღამოს ლეონარდოს სახლთან მივიდა და მისი ოთახის ფანჯარასთან ჩაიცუცქა, რათა ეთვალთვალა, რას აკეთებდა მისი რჩეული სახლში.
"ლეოს ცალ ხელში ისტორიის წიგნი ეჭირა და კითხულობდა გაკვეთილს, მეორე ხელის საჩვენებელი თითი კი ცხვირის ნესტოში ჰქონდა, და ატრიალებდა, გამოიტანდა "მადანს" პირთან მიიტანდა და კარგა გემრიელად ჩააკრატუნებდა. რა ჰქონდა ცხვირში ამდენი, დღესაც ვერ გამიგია. გული ამერია და იქვე ფანჯარასთან ვაღებინე. სადაც ლეოს ცხვირის სკლინტები არ ეზიზღებოდა, ეჭვი მაქვს, ჩემს ნაღებინებსაც დასწაფებოდა", - წერს ჯულიეტი.
როგორც ნევროლოგები აღნიშნავენ, ბავშვების ნაწილს სკოლამდელ ასაკში აქვთ მსგავსი ჩვევა. ცხვირში თითის ტრიალი ცენტრალურ გაღიზიანებას ახასიათებს - ცენტრალური ნერვული სისტემიდან მოდის, მაგრამ სასკოლო ასაკში, სოციალიზაციის პროცესში, ისინი ივიწყებენ ამ ჩვევას და მაღალ კლასებში სმგავს ჩვევას აღარ ამჟღავნებენ საჯაროდ, თუმცა არავინ იცის, რა ხდება, როცა ისინი განმარტოვდებიან.
ლეოს და ჯულიეტის შემთხვევა ზუსტად ისაა, როცა ადამიანს ჰგონია, რომ არავინ უყურებს, რალურად კი მას უთვალთვალებენ.
ლეონარდომ უამრავი გოგოს გული დაიპყრო, მაგრამ არსებობს ქალი, რომელმაც იგი საშინლად შეიძულა, მისი ბავშვური გადახრის გამო.