x
image
თუთიკო ბერძენა
ნამდვილი მამაკაცისთვის მწუხარების გადალახვის ერთადერთი გზა არსებობს...
image


ყველას გახსოვთ კინომსახიობი კლარკ გეიბლი არაერთი გენიალური ფილმიდან, თუმცა მას მეტწილად მაინც კ/ფ „ქარწაღებულიდან“ იცნობენ.

ერთი შეხედვით ბედნიერი და უდარდელი კლარკ გეიბლი არც ისე ბედნიერად გრძნობდა თავს მისი ტრაგიკული სიყვარულის გამო. კლარკი რამდენჯერმე დაქორწინდა, როგორც ჰოლივუდის ვარსკვლავს „შეეფერება“, მაგრამ მას მხოლოდ ერთადერთი ქალი უყვარდა - მსახიობი კეროლ ლომბარდი. როგორც თვითონ აღნიშნავდა, ეს იყო გულწრფელი, ნამდვილი, უანგარო, ღვთიურიუ სიყვარული. ბოლოს და ბოლოს და როგორც იქნა, იგი შეხვდა თავის ნამდვილ მეორე ნახევარს. კლარკი და კეროლი შესანიშნავად უგებდნენ ერთმანეთს, ორი მტრედივით, რომლებიც კეროლმა ერთხელ აჩუქა კიდეც ერთგულების ნიშნად კლარკს. მტრედი ხომ საითაც არ უნდა გაფრინდეს, აუცილებლად ბრუნდება თავის მტრედთან! ...

image


თავად კეროლი კი ერთხელაც გაფრინდა და უკან ვეღარ მოფრინდა...
თვითმფრინავი ჩამოვარდა.

მისგან აღარაფერი დარჩა, მხოლოდ საყურეები იპოვა გაოგნებულმა კლარკ გეიბლმა. ეს იყო მისთვის საშინელი დარტყმა და უმძიმესი დანაკარგი. რამდენიმე დღის განმავლობაში კლარკი კეროლის ბალიშში თავჩარგული იწვა და მის სურნელს ეძებდა. ცდილობდა, თავის მწუხარებას გამკლავებოდა ჩვეულებრივი მამაკაცური გზით: ალკოჰოლს დაუმეგობრდა.. სვამდა ისე, რომ არაფერი გაეგო და ტკივილი არ ეგრძნო.

image

ამის შემდეგ კინომსახიობი ომში წავიდა ნაცისტებთან საბრძოლველად - მეორე მსოფლიო ომში. მან სამხედრო მფრინავობაში სცადა ბედი და საკმაოდ გაბედული საბრძოლო მისიებიც შეასრულა. ერთხელაც მის თვითმფრინავზე ათეულობით ნატყვიარი დათვალეს. მაგრამ ის მამაცურად იბრძოდა ფაშისტების წინააღმდეგ.

image


მისი მეგობრები აკეთებდნენ დასკვნას, რომ მას სიკვდილი სურდა. ამბობდნენ, რომ მისთვის ცხოვრება ტკბილი აღარ იყო, როგორც საყვარელ ქალთან ერთად და, სავარაუდოდ, სიკვდილს ეძებდა.


და ეს სულაც არ იყო ასე - მას სურდა ცხოვრება და სწორედ ამიტომ წავიდა ომში. მას შეეძლო თავი მოეკლა უცებ ან სულაც თანდათან, ყოველდღიურად ჭარბი ალკოჰოლის მიღებით. მაგრამ წავიდა საბრძოლველად იმიტომ, რომ ეს იყო ნამდვილი მამაკაცის მწუხარებიდან ხსნის ერთადერთი გზა.


არ არის საჭირო იომო, როცა ომი არ არის. მაგრამ სამართლიანობისთვის ბრძოლა ყოველთვის იქნება და არის აქტუალური. ფსიქოლოგიური სიკვდილი დგება მაშინ, როდესაც ყველაფერს აზრი ეკარგება. ბრძოლა კი აზრს გვიბრუნებს.




ბრძოლისას ძალების რეზერვი იხსნება, და თუ მაინც უნდა მოკვდე, სჯობს ბრძოლაში, ვიდრე ლოთობისა და დეპრესიისგან... ადამიანის სახის დაკარგვის გარეშე და იმ პატივისცემის დაკარგვის გარეშეც, რასაც ირგვლივ მყოფთაგან გრძნობ.

. სანამ კლარკ გეიბლი იბრძოდა, ის ცხოვრობდა. შემდეგ კი - მხოლოდ იცოცხლა. აზრის დაკარგვის შემდეგ, ადამიანები მხოლოდ ცოცხლობენ, არ ცხოვრობენ. ამიტომ ყველაზე სასწოწარკვეთილ მდგომარეობაშიც კი სჯობს გააგრძელო ბრძოლა!

1
69
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
69
  
2021, 8 მარტი, 1:47
საოცარი ვინმე ხართ.ფა „ ამ ვინმეს“ასაკი შეიძლება ვიცოდე? თუ ღიად არა, ეგებ დახურულადმომწეროთ.
0 1 1