x
image
თუთიკო ბერძენა
Mediator image
როგორ იცლება წლებთან ერთად ორნელა მუტის გარეგნობა
ორნელა მუტი 65 წლისაა. მაგრამ ის კვლავ რჩება ქალის სილამაზის სტანდარტად და ახლაც მასში არის მისტიკური მიმზიდველობა.
image


მისი გარეგნობის მიხედვით, მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეეძლება გამოიცნოს, რამდენი წლისაა იტალიელი დივა! უყურეთ და ისიამოვნეთ როგორ არ ქრება ამ არაჩვეულებრივი ქალის სილამაზე 65 წლის განმავლობაში.

image


ფრანჩესკა რიველი - ეს მისი ნამდვილი სახელი და გვარია. იგი რომში დაიბადა.

image
დედის მხრიდან, ბებია და ბაბუა დაიბადნენ პეტერბურგში, საიდანაც ესტონეთში გაემგზავრნენ და ცოტა ხნის შემდეგ საცხოვრებლად იტალიაში გადავიდნენ.



image


მსახიობმა ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში დაკარგა მამა და არც მთლად დალხენილ ოჯახში გაიზარდა.

image


დედასთან და უფროს დასთან - კლაუდიასთან ერთად ისინი ძალიან ვიწროდ ცხოვრობდნენ და ფინანსურად ძალიან უჭირდათ.

image


13 წლის ასაკში იტალიური კინოს მომავალი ვარსკვლავი ყვავილივით გაიფურჩქნა და გარემოცვის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.


image


დედისგან ჩუმად გოგონა შოულობდა ფულს პოზირებდა რა ჟურნალებისთვის. მალე სიმართლე გამჟღავნდა და მას სერიოზული პრობლემები შეექმნა სკჯოლაში, საიდანაც ლამის გარიცხეს.

image



თუმცა მალევე იტალიურმა კინემატოგრაფიამ შენიშნა მისი არაჩვეულებრივი გარეგნობა და მონაცემები. ძალიან ახალგაზრდა და მიმზიდველი გოგო ფილმებში მიიწვიეს, სადაც ძალიან თამამი როლებიც ითამაშა.


image


ყველაფერი დრამატულად შეიცვალა ფილმის "ჭირვეულის მორჯულება" გადაღებისა და ეკანზე გამოსვლის შემდეგ.


image


ფილმში მისი პარტნიორი იყო განუმეორებელი ადრიანო ჩელენტანო. სწორედ ადრიანო დაეხმარა ორნელას, გამოეჩინა მისი ნათელი მსახიობური ნიჭი.


image



მალე, ფულმის პარტნიორებს შორის გრძნობები გაჩნდა. მათი რომანი მწველი და ქარიშხლიანი, მაგრამ ხანმოკლე იყო. ჩელენტანო არ იყო თავისუფალი. იგი დაქორწინებულია ასევე ულამაზეს კლაუდია მორიზე და მან ოჯახი ულამაზეს ორნელას ამჯობინა.

image

ჩელენტანოსთან წარუმატებელმა რომანმა კი არ შეარყია მსახიობის რწმენა საკუთარი თავის მიმართ, არამედ, პირიქით, მისი კარიერა სულ ახალ და მაღალ დონეზე გადაიყვანა. იგი მსოფლიო ვარსკვლავი გახდა.

image


მუტიმ მთავარი როლები ითამაშა საუკეთესო რეჟისორების ფილმებში. მას ადარებდნენ იტალიის კინოს ისეთ ვარსკვლავებს, როგორიცაა სოფი ლორენი და ჯინა ლოლობრიჯიდა.


image

ორნელა მუტის პირადი ცხოვრება ყოველთვის იპყრობდა პრესის ყურადღებას. მამაკაცებს თავბრუს ასხამდა მისი ნაცრისფერი თვალების მაგნიტური ელვარებს. მსახიობი სამჯერ იყო დაქორწინებული.


image

ათი წლის განმავლობაში ის ფაქტობრივ ქორწინებაში ცხოვრობდა პლასტიკურ ქირურგთან სტეფანო პიკოლოთან. მუტის სამი შვილი ჰყავს.


image

უფროსი ქალიშვილი, ნიკე რიველი დედის კვალს გაჰყვა. ის არის ცნობილი მსახიობი და მოდელი იტალიაში.


image

ახლა იტალიელი ვარსკვლავი უფრო და უფრო ხშირად გვხვდება თეატრის სცენაზე. 65 წლის ასაკში ის კვლავ რჩება ქალის სილამაზის სტანდარტად.


image

სწორი კვება და სიყვარული ეხმარება მას შესანიშნავ ფორმაში დარჩეს. 2008 წლიდან მსახიობი ურთიერთობაშია მასზე 10 წლით უმცროს ბიზნესმენ ფაბრის კერერვესთან.

image ორნელა 65 წლის ასაკში თავს უბედნიერეს ქალად თვლის. კონკიას ზღაპარი ნამდვილად აუხდა და თანაც სამჯერ...

2
837
12-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
837
  
16 აპრილი, 23:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

13 აპრილი, 13:05
ულამაზესია
0 1 2