რელიგია კათოლიკური ეკლესიის ცენტრში ვაქცინაცია სავალდებულო გახდა 2021, 24 დეკემბერი, 19:42 COVID-19-ის შემთხვევების ახალი ტალღის თავიდან ასაცილებლად, ვატიკანმა უბრძანა თავის ყველა თანამშრომელს გაიკეონ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ან წარმოადგინონ მტკიცებულება, რომ მათ უკვე გადაიტანეს ეს დაავადება. სახელმწიფო მდივნის, წმიდა საყდარის, კარდინალი პიეტრო პაროლინის, მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ვატიკანის თანამშრომლები, რომლებიც ვერ დაამტკიცებენ, რომ აცრა აქვთ გაკეთებული ან კიდევ, რომ ვირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, არ ექნებათ სამსახურში გასვლის უფლება, არ მიიღებენ ხელფასს, მაგრამ მათ ჰპირდებიან, რომ შეინარჩუნებენ ყველა სოციალურ დახმარებას. ციტირებს ბრძანებას გამოცემა Catholic News Service. მანამდე ვატიკანი მოითხოვდა, რომ არავაქცინირებულ თანამშრომლებს ყოველ 48 საათში ერთხელ წარედგინათ უარყოფითი ტესტი COVID-19-ზე, ეს პუნქტი გაუქმდა 23 დეკემბერს გამოქვეყნებულ ახალ წესდებაში და მაშინვე შევიდა ძალაში. ვატიკანი აღიარებს, რომ ზოგიერთი თანამშრომელს არ შეუძლია ვაქცინაცია სამედიცინო მიზეზების გამო, მათ საკითხებს განიხილავს სახელმწიფო სამდივნო ჯანდაცვის სამსახურთან ერთად. განახლებული რეგულაციები მიუთითებს, რომ ისინი უნდა იქნას მიღებული „ჯანდაცვის სფეროში მდგომარეობის გაუარესების გამო“. შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში რომის პაპმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა. მისი საპატიო წინამორბედი, პენსიაზე გასული რომის პაპი ბენედიქტ XVI, ასევე აიცრა COVID-19-ის წინააღმდეგ. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აცრები ჩატარდებოდა პაპის ქალაქ-სახელმწიფოს მცხოვრებთა შორის და რევაქცინაცია გაუკეთდებოდათ ვატიკანის სამსახურების წარმომადგენლებს და მათ ოჯახებს. შეგახსენებთ, ქალაქი-სახელმწიფო ვატიკანი, რომელიც რომში მდებაროებს, კათოლიკური სამყაროს ცენტრია, აქვეა რომის პაპის რეზიდენცია, იგი ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოა, რომლის ფართობია 44 ჰექტარი (110 აკრი), მოსახლეობა კი 800 ადამიანზე ცოტა მეტი. ვატიკანი რომის პაპის რეზიდენციაა და წარმოადგენს კათოლიკური ეკლესიის ცენტრს. 71 3-ს მოსწონს
|