სხვა ინტერნეტ-სკანდალი „მუსულმანთა უდანაშაულობის“ გამო 2012, 15 სექტემბერი, 17:29 გუგლმა არ დააკმაყოფილა აშშ-ს მოთხოვნა, დაებლოკა "YouTube"-ის პორტალიდან სკანდალური ფილმის „მუსულმანთა უდანაშაულობის“ ვიდეო. რომელმაც არაბულ სამყაროში მასობრივი საპროტესტო აქციები და დემონსტრაციები გამოიწვია. აშშ-ს მოთხოვნა ფორმალური ხასიათის არ ყოფილა, ამიტომაც საბოლო გადაწყვეტილება ინტერნეტ-კომპანიას უნდა მიეღო. გუგლმა მხოლოდ შეზღუდა ფილმზე ხელმისაწვდომობა ინდოეთსა და ინოდნეზიაში, უფრო ადრე კი იგი ეგვიპტისა და ლიბიის მომხმარებლებს დაუბლოკა. თუმცა, კომპანიის წამომადგენლის თქმით, ვიდეოს შეზღუდვა შეეხო მხოლოდ ადგილობრივი კანონების მიხედვით და არა პოლიტიკური მიზეზებით. 75 1-ს მოსწონს
|