მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მრავალი მითოლოგია მოგვითხრობს ზეციდან მოსულ ღმერთებზე, მათ უჩვეულო საქმეებზე და ადამიანის ხელოვნურად შექნის შესახებ. მსგავსი მითები ნავაჰუს ინდიელებსაც აქვთ. ამჟამად, ნავაჰო 150 000–მდე ადამიანს ითვლის, რომელთა უმრავლესობა არიზონას, იუტას, ნიუ-მექსიკოს და კოლორადოს შტატებში, რეზერვაციებში ცხოვრობს და აშშ–ში, ყველაზე მნიშვნელოვან აბორიგენულ ტომს წარმოადგენს. მათი რეზერვაცია სიდიდით, საფრანგეთს აღემატება, ხოლო მითოლოგია — უამრავ საინტერესო ინფორმაციას მოგვითხრობს ამ უძველესი ხალხების კულტურის შესახებ.
გადმოცემით, შორეულ წარსულში, ბნელი პირველი სამყარო იყო, რომელიც კრატერებში ანთებული კოცონებით ნათდებოდა. იქიდან მწერები — სამყაროს პირველი სულიერი არსებები, პორტალების და სხვა განზომილებების გავლით, სხვა სამყაროებში წავიდნენ სამოგზაუროდ... და იქიდან დაიწყო მათი კოსმოსური ევოლუცია.
პირველი ადამიანები, ლეგენდების მიხედვი, ღმერთებმა IV სამყაროში შექმნეს და ეს ნავაჰო იყო. ხოლო მითებში, ამ ხალხის იდუმალი წარმომავლობის ისტორიაც არის მოთხრობილი. პირველი არსებების მიერ, სამყაროების გადაკვეთა, გადმოცემულია, როგორც მოგზაურობა «ზედაპირიდან მანათობელ სამყაროსკენ». რაც შეეხება სხვა სამყაროებს, ღმერთების მიერ დადგენილი, კანონების უპატივცემულობის გამო, ისინი გაანადგურეს.
რამდენიმე სამყარონავაჰოს მითოლოგიის მიხედვით, დედამიწაზე რამდენიმე სამყარო არსებობდა. ამიტომ, ჯერ კიდევ ახალი პლანეტების აღმოჩენამდე, ამ ხალხის წარმოდგენებში, არსებობდა სხვა სამყაროები, რომლებშიც სხვა ცივილიზაციები ცხოვრობდნენ.
მითებში და ლეგენდებში ნათქვამია, რომ პირველ სამყაროში მხოლოდ ფუტკრები, ჭიანჭველები, ჭრიჭინები და ბუზები ცხოვრობდნენ. ხოლო, ფრენის იდეის გაჩენა, ახსნილია ლეგენდით ჭრიჭინაზე, რომელმაც თავისთვის ფრთები შექმნა, დაიწყო მათი მოძრაობა და მიწის ზედაპირს მოსცილდა. ის ცაში აფრინდა და მას ამ სამყაროს სხვა სულიერმა არსებებმაც მიბაძეს — ფრთები გაიკეთეს და ფრენა დაიწყეს.
სამყაროს შექმნის სქემა, ნავაჰოს ლეგენდების მიხედვით. I სამყაროს 4 კუთხე და 4 ღრუბელი ჰქონდა, რომელიც სამყაროს ელემენტებს შეიცავდა. ოთხი კუთხე შეღებილი იყო შავად, თეთრად, ლურჯად და ყვითლად.
ცხელი კრატერების I სამყაროდან, გასვლის სურვილით შეპყრობილმა არსებებმა, ამ სამყაროდან გასასვლელის ძებნა დაიწყეს და მთელი თავისი ძალისხმევა და თავის დაღწევის იმედი ცისკენ მიაპყრეს. მაგრამ, იმ მომენტიცთვის, ცა მყარი იყო და გასასვლელს ისინი იქამდე ეძებდნენ, ვიდრე ცისფერი შუქი არ შენიშნეს, რომელიც გადასვლის წერტილი, ანუ სხვა განზომილებაში შესვლის პორტალი იყო. ასე გადავიდნენ I სამყაროს მაცხოვრებლები II სამყაროში, სადაც მათ ფრინველებთან დაპირისპირება მოუხდათ.
ნავაჰოს II სამყარო, მითოლოგიის მიხედვით, ცისფერი იყო და ფრინველებით იყო დასახლებული. ფრინველები, I სამყაროდან მოსულებს, არ აძლევდნენ მათ სამყაროში დასახლების უფლებას. მწერებმა, შიმშილის გამო, ომი დაიწყეს ფრინველებთან და ისინი, თითქმის, სრულიად ამოწყდნენ. ცოცხლად დარჩენილებმა კი, იქაურობა დატოვეს და სხვა სამყაროს მოსაძებნად გაფრინდნენ.
მათ ახალი პორტალის პოვნა შეძლეს და III სამყაროში მოხვდნენ, სადაც ყველაფერი ყვითელი იყო და იქ მხოლოდ კალიები ცხოვრობდნენ. მათ მიერ აღმოჩენილ ახალ სამყაროში, ყველა ჰარმონიაში ცხოვრობდა. კალიებმა სხვა სამყაროს წარმომადგენლებიც მშვიდად მიიღეს და მათთან თანაცხოვრება ისწავლეს. თუმცა, ბოლოს, კონფლიქტმა აიძულა კალიები, რომ ახალჩამოსულები გაედევნათ — მწერები, ოთხი კალიის თანხლებით და პორტალის გავლით, IV სამყაროში გაემგზავრნენ.
ახალი სამყარო შავ–თეთრი და ძალიან კაშკაშა იყო. იქ ირმები, ველური ინდაურები და კისანები — უცნაური ხალხები (სავარაუდოდ ელფები) ცხოვრობდნენ, რომლებსაც სახლების აშენება და მიწის დამუშავება შეეძლოთ. ეს სამყარო ძალიან დიდი იყო და ბევრ საიდუმლოს მალავდა.
ადამიანის შექმნა
ნავაჰოს მითოლოგიაში ღმერთებს ადამიანის სხეული ჰქონდათ. მათ შორის იყო თეთრი, ლურჯი, ყვითელი და შავი სხეულის მქონე ღმერთი. ამ წმინდა არსებებმა მწერებს საკუთარი ჩანაფიქრი გაუზიარეს, მაგრამ ეს მათთვის გაუგებარი ჟესტების ენაზე მოხდა. ბოლოს, როდესაც ღმერთები მიხვდნენ, რომ მწერებს მათი არ ესმოდათ, მათ I სამყაროს წარმომადგენლებს სამეტყველო ენაზე მიმართეს.
ღმერთებმა მათ აუხსნეს, რომ სულ მალე, ადამიანებს შექმნიდნენ, რომლებიც გარეგნობით ისეთები იქნებოდნენ, როგორც თავად იყვნენ. დაპირების თანახმად, ისინი 12 დღეში უნდა დაბრუნებულიყვნენ და მწერებიც ამ დღისთვის მოემზადნენ. ირმის ტყავზე ღმერთებმა ორი ტარო სიმინდი დადეს — ყვითელი და თეთრი, წვეროებით აღმოსავლეთის მიმართულებით. ქარის გავლენით, სიმინდის ყვითელი ტაროდან პირველი ქალი გაჩნდა. ხოლო, სიმინდის თეთრი ტაროდან — პირველი კაცი.
ღმერთების მიერ ადამიანების შექმნის შემდეგ, დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო მეტი ადამიანი იბადებოდა და ნავაჰოს ცივილიზაცია ვითარდებოდა.
ასე, რომ, ნავაჰოს მითოლოგიის მიხედვით, ადამიანი IV სამყაროში, ბევრად უფრო განვითარებული ცივილიზაციის მიერ არის შექმნილი, უფრო კონკრეტულად კი, ციდან მოსული ღმერთების მიერ და გადმოცემით, წარღვანამ, რომელიც IV სამყაროს თავს დაატყდა, ისინი აიძულა, რომ V სამყაროში გადასყლიყვნენ.
მეხუთე სამყარო
როდესაც წყალმა მთელი სამყარო მოიცვა, ცოცხალი არსებები კიბით ზეცაში ავიდნენ. ადამიანებს ცაში ხვრელი უნდა ეპოვათ, რომლითაც V სამყაროში გადავიდოდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, პორტალი შეიქმნა და ყველა არსება ახალ სამყაროში გადავიდა.
ჰოგანი — ნავაჰოს ტრადიციული საცხოვრებელი. მონუმენტის ხეობა, იუტას შტატი, აშშ
V სამყაროში უსაფრთხოდ ჩასვლის შემდეგ, პირველად ადამიანები პატარა კუნძულზე დასახლდნენ, რომელიც დიდი ტბის შუაგულში მდებარეობდა. როგორც აღვნიშნეთ, კუნძული პატარა იყო და ადამიანები ძალიან მჭიდროდ ცხოვრობდნენ. ტბის ირგვლივ ხმელთ იყო, მაგრამ მათ იქ გადასვლა არ შეეძლოთ. მაშინ ღმერთმა, რომელსაც ლურჯი სხეული ჰქონდა და რომელმაც IV სამყაროდან 4 წმინდა ქვა წამოიღო, ქვები 4 მიმართულებით გადაყარა. ამის შემდეგ, ქვებით გაკეთებულ ღარებში წყალმა დინება დაიწყო და ტბა დაიცალა. ხოლო, ღარების ადგილზე გზები გაჩნდა, რომლებიც კუნძულს ხმელეთთან აკავშირებდა. ასე განახორციელეს ღმერთებმა ერთგვარი ტერაფორმირების პროცესი, («დედამიწის ფორმირება»), რომ მეხუთე სამყარო ადამიანის სიცოცხლისთვის შესაფერისი გაეხადათ.
თავიდან, გზა ტალახიანი იყო, მაგრამ ამოვარდნილმა ქარმა ის გააშრო და ადამიანებმა ხმელეთზე გადასვლა შეძლეს. შემდეგ მათ, ლურჯ და შავ სხეულიან ღმერთებთან ერთად, მთების მოდელირება მოახდინეს და ამისთვის I ანუ შავი სამყაროს წმინდა მთიდან წამოღებული ნიადაგი გამოიყენეს. ასე, წინა სამყაროებიდან მოტანილი მასალებით, V სამყარო ისე შეიცვალა, რომ ის ადამიანების და სხვა არსებების ცხოვრებისთვის შესაფერისი ყოფილიყო.